აფერისტი ეგა. 25 წლის წინ კაციშვილმა არიცოდა მაგ პროექტის შესახებ.
პირველად გრინის შევსება ვცადე 2003 წელს ანუ 19 წლის წინ.
მაშინ აშშ ს საელჩო კოლმეურნეობის მოედანზე იყო /ახლა მადამ პრეზიდენტი რომ სუფევს შით/ , ლამის თითზე ჩამოსათვლელმა ხალხმა ვიცოდით რომ მსგავსი პროექტი ჰქონდა აშშ-ს და ელექტრონული შევსება საერთოდ არ არსებობდა, ეს უკანასკლნელი თუ სწორად მახსოვს 2010 ში დაიწყეს.
მაშინ საელჩოში არიგებდნენ შესავსებ ფორმებს , ამობეჭდილს.
შეავსებდი, სურათს ჩააწებებდი (მაშინ საბუთებისთვის ჩვენთან ჯერ კიდევ 3/4 ზე სურათებს იღებდნენ და ბიომეტრულს ვინც იღებდა სანთლის საძებნი იყო) და კონვერტში დალუქულს აბრუნებდი საელჩოში /თუ პირდაპირ აშშ ში გზავნიდი ზუსტად არ მახსოვს/.
ხოდა წამოვიღე ეს ფურცლები და დღეების განმავლობაში ვბჭობდი შემევსო, თუ არა. მაგ პროექტის შესახებ ვინც "განმანათლა" იმავემ მითხრა რომ თუ შეავსებ და ჩააბარებ, მერე ტურისტულზე ან სხვა მიზეზით წასვლაზე შეიძლება გაგიჭედონ, ეცოდინებათ რომ დარჩენა გინდა და გრინი გაქვს შენავსებიო.
ამ მიზეზის გამო აღარ შევავსე და დავიკიდე.
2 წელიწადში სამსახურებრივი ვიზით ვიყავი აშშ-ში , და მანამდე თუ ერთი სურვილი მქონდა ჩავსულიყავი და დავრჩენილიყავი, მერე უკვე ერთი ფორუმელის გულისთვის ჩამოვკატავდი უკან.
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე