მანდ ერთი თბილისი ჩავწერე სწორი და მეორე ზიპ კოდი.
მისამართი არ ეტევა ველებში სრულად, მაგრამ თუ მოიგე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს.
მაისამდე იქნებ შეიცვალე მისამართი...
პ.ს. გუშინ მარჯანიშვილზე ვიყავი სურათის გადასაღებად, ამ თემაში ვნახე რეკლამა.
რო მივედი, გაჭედილიაო და დატოვე მონაცემები და დაგარეგისტრირებთო.
მარტო ფოტოს გადაღება მინდა მეთქი და ეგრე არაო და გამოვედი და მარჯანიშვილის მეტროს გვერდზე გადავიღე 7 ლარად, რო შევამოწმე გაამწვანა -
https://dvlottery.me/dv-lottery-photo-checkerხო და რა უნდა მეთქვა, წესიერად მაგ მარჯანიშვილზეც არ იცოდნენ შევსება.
იციან სტანდარტული ქეისები მარტო.
გამოველაპარაკე გოგოს და ქორწინებისგარეშე შვილი მყავს აშშ-ში, არც მამა ვარ ოფიციალურად, არც რამე დოკუმენტი მაქვს, უბრალოდ ჩემი გვარი აქვს და ფაქტიური მამობა მაქვს, შტატებშიც ჩავდივარ სანახავად ყოველ წელს და აქაც ჩამომყავს მეთქი.
აშშ-ის მოქალაქეა და უნდა დავაფიქსირო თუ არა მეთქი და კიო, უნდა დააფიქსიროო, მერე პრობლემები არ შეგექმნას რო მოიგოო.
არადა ნათლად წერია, რომ თუ აშშ-ის მოქალაქეა, არაა საჭირო
არადა შავით თეთრზე წერია:

ანუ თუ ავსებ, სხვას არ უნდა შეავსებინო...