აჰა ინსტრუქცია:
https://ge.usembassy.gov/wp-content/uploads...ns-in-GEO-3.pdfმოთხოვნა #1: განმცხადებელი უნდა იყოს დაბადებული პროგრამისთვის კვალიფიცირებულ
ქვეყანაში.
ანუ დაბადების ქვეყანას აქვს მნიშვნელობა.
dato12თუ მოიგებ, რუსეთის მოგებულების რაოდენობას მიეთვლები. თუმცა გასაუბრების ადგილი, მიმდინარე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ირჩევა ავტომატურად და საქართველოში გააგრძელებ პროცედურას ჩვეულებრივ.
* * *
ის ინსტრუქცია ტყუილად დავლინკე, რომ კითხულობდეთ კითხვებიც არ გექნებოდათ.
აჰა ამონარიდი:
1. რას ნიშნავს ტერმინი „native” და “chargeability”?
„native” ნიშნავს, რომ კონკრეტული პიროვნება დაიბადა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში,
მიუხედავათ იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა ამჟამად ან რომელ ქვეყანაში ცხოვრობს.
იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის 202(b) ნაწილის თანახმად, საიმიგრაციო მიზნებიდან
გამომდინარე, ტერმინი „native” - შეიძლება მიუთითებდეს იმ პირზეც, რომელსაც აქვს უფლება
თავისი თავი მიაკუთვნოს სხვა ქვეყანას, რომელშიც ის დაბადებული არ იყო.
იმის გამო რომ იმიგრანტების რაოდენობა შეზღუდულია ქვეყნების და გეორგრაფიული რეგიონების
მიხედვით, ყოველი განმცხადებელი მიკუთვნილია კონკრეტულ ქვეყანას. უმეტეს შემთხვევებში
თქვენი პროგრამაში მონაწილე ქვეყანა იქნება თქვენი დაბადების ქვეყანა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ
თქვენი განაცხადისთვის თავი მიაკუთვნოთ მეუღლის დაბადების ქვეყანას ან ერთ-ერთი მშობლის
დაბადების ქვეყანას იმ შემთხვევაში თუ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელშიც არც ერთი მშობელი არ იყო
დაბადებული. ეს არის ერთადერთი სამი გზა, რომლითაც შეგიძლიათ შეარჩიოთ “chargeability”.
პროგრამაში მონაწილე არასწორი ქვეყანის არჩევა გამოიწვევს განაცხადის გაუქმებას
* * *
ანუ მე მართლა კი არ მესიზმრება რაღაცეები, ან ვიღაც საიდუმლოდ მიზიარებს ინფორმაციას. სინამდვილეში რასაც გპასუხობთ თითქმის ყველაფერი ინსტრუქციებში წერია და ძალიან მარტივი მოსაძიებელია.