_marishka_იმედია შემოვა აქაც, მაინტერესებს ამბები.
ჩემი ამბების დაწერის რა გითხრა, ვზივარ სახლში და სამაგისტროს ვწერ გამწარებული

18 მარტს მაქვს დრაფტი გასაგზავნი.
უეჭველი უნდა დავწერო, ისეთი პირი უჩანს, მარტო ქართული განათლებით გამიჭირდება აქ თავის დამკვიდრება
5 თვე გახდება რაც აქ ვართ და წესიერ სამსახურს ვერ მივაკვლიე. გრინის და სოუშელის მოსვლა 1 თვე გაიწელა, მერე ახალ წლამდე ამაზონის ამანათებს დავატარებდი პრიუსით და აპრილიდანაც მაგის გაგრძელება მომიწევს დროებით
რთულია ლეგალურად ჩამოსულებისთვისაც ნორმალური სამსახურის პოვნა, ნორმალური ანაზღაურებით, აქაური გამოცდილება რომ არ გაქვს, აყვანისგან ყველა თავს იკავებს. სამსახური კი არა, ბინის დაქირავებაც გაგვიჭირდა ნორმალურ უბანში. გაქირავებისას სააგენტოებთან თანამშრომლობენ და ეგენი თავით-ფეხამდე გიკვლევენ. კრედიტ ისტორიის უქონლობაც ართულებს საქმეს. ჩვენ გაგვიმართლა, დროებით შემფარებელი და დაქირავებაში გარანტორები გვყავდა და თან ბინის მეპატრონეს მივაგენით, მოველაპრაკეთ და თვითონ უთხრა სააგენტოს ჩვენზე. ისე აგენტი არ მოგვაქირავებდა. ზოგ შემთხვევაში მეპატრონეებიც გვეუბნებოდნენ უარს.
ჩვენზე შეიძლება ითქვას რომ ეხლა ჩამოვედით, ეხლა ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას