150-დან ზემოთ...
მაგრამ ტრაილერში ცხოვრობენ, მთელი დღე ავტობანზე არიან, ღამით კაბინაში სძინავთ...
თუ რაღაც გაჭირვება არ გაქვს, დიდი ვალები და ა.შ... ჯანმრთელობას სწირავ, რომელსაც ან დაიბრუნებ ან არა...
კონსულთან ვმეგობრობ აქ, საკონსულოს ეხება ეგ საკითხები და საჭესთან გარდაცვლილი არაერთი ადამიანი უნახავთ და გადაუსვენებიათ მერე საქართველოში...
ზოგი ნარკოტიკს მოიხმარს, ზოგი სტიმულატორებს იღებს ალბათ რო გაუძლოს მასეთ დატვირთვას.
ყოველდღე ათასი კილომეტრის და მეტის გავლას ეხუმრები?
ძაან ძნელია.
უნდა გიღირდეს მაგისთვის რო გადადო თავი.
ერთი ჩემი ახლობელია, ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, დიდი ვალები ქონდა და მოუწია აქ ჩამოსულიყო ტრაილერზე სამუშაოდ, ვალებიც გაისტუმრა, ახალი სახლის მშენებლობაც დაიწყო და 3-4 წლის შემდეგ პირველად იყო წელს ჩამოსული და ვერ იცნოდი, დაბერებული, წელის ტკივილები და რამე...
დაბრუნდა ისევ უკან, კიდე უნდა იშოვოს, მაინც დამერხა ჯანმრთელობაზე და ბარემ უზრუნველყოფილი რო ვიყო ჩამოსვლის მერე, იმდენს ვიშოვიო.
როცა არ უნდა დავურეკოთ, ტრაილერზე ზის, გზაზეა. ერთადერთი "გასართობი" ის აქვს რომ ტელეფონი აქვს დამაგრებული ტორპედოზე და ხან ვის ელაპარაკება ხან ვის, კიდე კაი ეს ვიდეოქოლები მაინც არის,,,
მეორე ნაცნობი მყავს კიდე, ოჯახით არის შტატებში და 4-5 თვე ვერ ვნახულობ ოჯახს, ბავშვები ვეღარ მცნობენო.
მოკლედ არც ისე ია-ვარდით არის მოენილი ეგ გზა, როგორც გონია ბევრს.
გავიჭირვებ და ერთი-ორი წელი დავჯდები ტრაილერზეო, ბინის ფულს ამოვაგდებ და ჩამოვალო რო ამბობენ, ვერც აცნობიერებენ რა სამუშაოა...
ნორმალურად თუ ცხოვრობ საქართველოში, ჭერი თუ გაქვს და მშიერი არ ხარ, არც უნდა იფიქრო მაგ გზაზე...
ფული არაა ყველაფერი, მთავარი ჯანმრთელობაა და ცხოვრება,,,
შტატებში თუ გინდა გადასვლა, კონკრეტული გეგმა უნდა გქონდეს, რაიმე პროფესია უნდა გქონდეს არჩეული, რომელიც ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მოგცემს...
"წავალ და რაღაცა იქნება"-ზე ჩამოსული უამრავი ადამიანია როგორც აქაურები (კონსული, ნიუ იორკში მცხოვრები მეგობრები) მეუბნებიან, სახლი რო არ აქვთ ღამის გასათევად, არც სამსახური და წამალში იპარებიან...
მქსიკიდან ვინც შემოდის, ყველა ნიუ იორკში მიდის, არადა ამხელა ქვეყანაა, ჯერ მარტო მანდ ჩანს მაგ ხალხის ვიწრო თვალსაწიერი...
საქართველოში თუ არაფერი გაბადია და დასაკარგი არაფერი გაქვს, კი ბატონო, უნდა სცადო ბედი და სახლი, ოჯახი, ნათესავები და მეგობრები დატოვო და ალალბედზე წახვიდე, დიდი შანსია უარეს დღეში ჩავარდე...
მაგრამ ჩვენთან ძაან ნათელ ფერებში ხედავს ყველა ყველაფერს.
აგერ მე ამდენი წელია ცამოვდივარ აქ და უკან რო ვბრუნდები, ყველას უკვირს, რა პონტში ბრუნდებიო

მანდ სახლიც მაქვს, აგარაკიც, ნორმალური სამსახურიც (თვიდან თვემდე საცხოვრებელი, კაპიტალი რო დააგროვო მაგდენი არა), მეგობრების დიდი წრე... არ ვარ უკმაყოფილო ცხოვრებით, ცოტა მეტი ფული რო მქონდეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მაინც.
და აქ რა უნდა ვქნა, ვიყო მარტო სამსახურის და ძილის რეჟიმში? რად მინდა ეგეთი ფლის დაგროვება.
რაც პანდემია დაიწყო და დისტანციურად მუშაობა შემოვიდა, ვრჩები აქ რამდენიმე თვე და თან ქართულ სამსახურშიც ვმუშაობ დისტანციურად და თან რაც დრო მაქვს აქაც ვნახულობ ნორმალურ სამსახურებს და თან ნორმალურად ვცხოვრობ და რაღაც ფულსაც ვაგროვებ, რამდენიმე ათასს... თან სხვა გარემოში ვცხოვრობ და კარგია ეგ,,, სან ფრანცისკოში ცხოვრება ცალკე სიამოვნებაა კიდე

მაგრამ რამდენიმე თვეა კარგი, ქართული ყოველდღიურობისგან რო ისვენებ, მერე უკვე მაინც გეძახის იქაურობა, სადაც სახლში ხარ და შენიანები არიან ყველგან...
This post has been edited by Frankens†ein on 6 May 2023, 10:06