giorgevich23დავიწყოთ იმით, რომ ფულიანი არ ვარ

და რასაც ვამბობ რეალობაზე დაყრდნობით ვამბობ.
საქართველოში სხვანაირად უყურებენ ამერიკას - ჩახვალ და მაყუთში ხარ ეგრევე.
მე კიდე დავწერე წინა გვერდებზე, რომ ბოლო 8 წელია ყოველ წელს ჩამოვდივარ ცოტა ხნით აქ და ვიცი რა სიტუაციაცაა - კარგად ცხოვრობენ ის ქართველები, ვისაც რაიმე პროფესია ან ბიზნესი აქვთ...
ამ პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კიდევ უფრო გაფუჭდა სიტუაცია.
ცალკე მექსიკიდან გადმოდის ათიათასობით ადამიანი, ცალკე უკრაინიდან შევიდა შტატებში რამდენიმე მილიონი ადამიანი...
ადრე რო მოთხოვნა იყო მუშა-ხელზე, ეხლა აღარაა.
ტრაილერზე ფული იშოვებაო, რის ფასად იშოვება ჯერ ეგ არ იციან და მერე მაგ ტრაილერზეც ან იშოვი სამსახურს ან არა...
ათასობით ქართველია შტატებში მაგ ტრაილერის მძღლობაზე ოცნებით რომ ჩამოვიდა და თვიდან თვემდე ვერ გააქვთ თავი...
ამ ჩამოსვლაზე ერთი ვიზიანი ბავშვობის ძმაკაცი მყავს და ის ჩამოვიდა ჩემთან ერთად.
ორსაძინებლიანი აპარტამენტები მაქვს (მე რა მაქვს, ახლობლისაა და აქ რო ვარ მე ვცხოვრობ) რო ჩამოვდივარ, სან ფრანცისკოში და ბინის პრობლემა არ გექნება მეთქი და შევხედავ პერსპექტივებსო.
მანდაც არ უჭირს, მაგრამ არც ფული აქვს საკმარისი და იქნებ დიდი ფული ვიშოვოო...
იქ ყველა მაგას ეუბნებოდა, ხალხი 20 ათასებს იხდის მექსიკიდან გადასვლაში, ვიზა გაქვს და 1000$-ად შეგიძლია წასვლა და წადი და იშოვე ფულიო.
და ესეც წამოვიდა, ამერიკას მაინც ვნახავო

რამდენიმე თვე გაგარკვევ აქაურობაში და მერე მე დავბრუნდები და დარჩები მეთქი.
და რო გაარკვია რეალურად როგორ ცხოვრობენ აქ მასე ჩამოსულები, არაერთი ნაცნობი გვყავს(ნიუ იორკში), ვისი ამერიკული ცხოვრებაც საქართველოდან მომხიბვლელი ჩანდა, ამერიკის დედაც მო####ნო

მე აქ დამრჩენი არ ვარო

პ.ს. დალაი ლამას კითხეს, რა გაოცებს ყველაზე მეტადო და ადამიანიო.
სწირავს ჯანმრთელობას იმისთვის რომ გამოიმუშაოს ფული და შემდეგ ამ ფულს იმაში ხარჯავს, რომ ჯანმრთელობა დაიბრუნოსო...
უმაგრესი ქვეყანაა ამერიკა, შესაძლებლობების ქვეყანა და ბევრი ქართველი ცხოვრობს ძაან კარგად აქ, მაგრამ თუ თქვენც გინდათ კარგად ცხოვრება, კონკრეტული მიზნით/გეგმით უნდა ჩამოხვიდეთ... სადმე ვიმუშავებ და რაღაცა იქნება არ მუშაობს...
მინიუმ მილიონობით ემიგრანტი რაც შემოემატა ბოლო წლებში, იმის მერე

რავიცი, მე რჩევა სგაძლევთ და თქვენი საქმის თქვენ იცით

და ბოდიში ყველას, ვისაც ამერიკულ ოცნებაში ვუ##ამ
This post has been edited by Frankens†ein on 8 May 2023, 13:22