freecooler
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2606
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
|
#61810995 · 27 Dec 2024, 15:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალური ფაქტები: 1. თუ ბავშვი კარგად და მაგრად სწავლობს, არ ნიშნავს, რომ ეს სწავლა მას გამოადგება და გახდება მდიდარი, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის არის საუკეთესო თანამშრომელი და მუშაობს დაბალ ხელფასზე, ოროსნები და სამოსნები, რომლებიც არ კარგავენ დროს სწავლაში იწყებენ ბიზნეს პატარა ასაკიდან და როცა ჭკვიანი ამთავრებს უნივერსიტეტს მუშაობს ოროსანის კომპანიაში მუშად. 2. მდიდარი ადამიანი არ ყიდულობს ბრენდულ და ძვირიან ტანსაცმელს, დადგენილია, რომ ძვირიან ტანსაცმელს ყიდულობს უფრო ღარიბი და საშუალო ფენა, იხდის ბოლო ფულს ან იღებს ვალებს, იმისათვის, რომ გამოიყურებოდეს, როგორც მდიდარი ადამიანი. 3. რაც შეეხება რაღაც ბიზნეს ტრენინგებს, კურსებს, სწავლებს, მიტინგებს, შეხვედრებს, კონფერენციებს, პრაქტიკებს, შელოცვებს და ასე შემდეგ, რეალურად ეს ყველაფერი არის ფასიანი და შენ ეგ არ გშველის, რეალურად ვინც ფულს შოულობს ის არ გასწავლის, როგორ უნდა იშოვო, იხდი ფულს სისულელეში. 4. მკითხაობა, ტარო, ჰოროსკოპი, ნუმეროლოგია, რაღაც შელოცვები და ასე შემდეგ და მომავლის დანახვა შეუძლებელია, რათგან მსოფლიოში არც ერთმა მკითხავმა არ იყიდა 15 წლის უკან არც ერთი ბიტკოინი! ყველაფერი არის ტრუხა. 5. უაზრო შემეტენეობა, მაგალითად ვიღაც მიდის საცხოვრებლად ნორვეგიაში, ამერიკაში, კანადაში, ემირატებში ან სხვა წამყვან ქვეყნებში, და დებს სოციალურ ქსელში ლამაზ სურათებს და თქვენ ნახავთ გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებიც თითქმის ყოველ დღე ან ყოველი კვირა უწერენ ამ ფრაზებს: მიყვარხარ და ძალიან მომენტარე, ან ყველაზე ლამაზი ხარ. ეს ფრაზები უმატესობა არის აფერისტული, ეს არის ტიპიური და უაზრო შემეტენეობა, იმან და ამან იცის, რომ ერთმანეთი ფეხებზე კიდიათ, რეალობა ამას აჩვენებს, სასურველია შემეტენემ ეს დრო დახარჯოს უკეთეს რაღაცეებში. 6. მდიდარი ადამიანი არ თვლის, რომ ის მდიდარია ან რაღაც განსაკუთრებულია ან დიდი ნიჭის მფლობელია, ისიც უბრალო ადამიაანია, ზოგჯერ მეტი პრობლემებით ვიდრე ღარიბი და ის წარმოდგენა, რომ მდიდარს არ უყვარს ღარიბი მცდარია, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მდიდარს არ უყვარს ღარიბი ადამიანის აზროვნება: უაზრო კრედიტები, ვალით აღებული ძვირიანი ავტომობილები, ზღაპრული და მცდარი წარმოდგენა ცხოვრებაზე და ბიზნესზე, ჭორაობა, ლოთაობა, უბედურების სხვაზე დაბრალება, რისკების შიში, საქმის ბოლო საათს კეთება - მაზეგ-ეფექტი, დროის უაზროთ გატარება, მეზღაპრეობა და ასე შემდეგ. პრაქტიკამ აჩვენა, თუ სიტყვაზე ფული და სიმდიდრე მდიდარი ხალხის გაუნაწილეს ღარიბ ადამიანს და სიტყვაზე მდიდარს და ღარიბს მისცეს 1 მილიონი დოლარი ამ ფულისგან მდიდარი ბიზნესმენი გააკეთებს ფულს ბევრი შრომის შედეგად და უმეტეს შემთხვევაში ღარიბი დახარჯავს ამ ფულს და დარჩება ისევე ღარიბი, ეს მომენტები აჩვენა ასევე ლატარეაში მოგებულებმაც, რომლებმაც ყველაფერი დახარჯეს უაზროდ და ბოლოს ისევე ღარიბები დარჩნენ, ერთია ფულის შოვნა და მეორე კიდევ ფულის შენარჩუნება და სწორად დაბანდება. 7. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრი ვერ გახდება წარმატებული ბიზნესმენი, დეპუტატი, პრეზიდენტი, ცნობილი ადამიანი, კოსმონავტი და ასე შემდეგ, ამ ფაქტორზე მოქმედებს ასევე გამართლების ფაქტორიც, გამართლება ზოგთან მოდის 10-ჯერ, ზოგთან 1-ჯერ და ზოგთან არ მოვა არასდროს, სხვა ადამიანის ვითარება და სიტუაცია არ ნიშნავს იმას, რომ შენც შეგეხება ეგ, სიტყვაზე თუ ვიღაც მოხვდება ამერიკაში ან კანადაში ან ბრიტანეთში და გამდიდრდება, ეს არ ნიშნავს იმას რომ შენც იქ მოხვდები და ასევე გექნება ისეთივე ბედი, ერთი ადამიანის ბედი არ ნიშნავს იმას, რომ შენც იგივენაირად გაგიმართლებს, ამერიკელი კოსმონავტი ამსტრონგი, რომელმაც დაადგა ფეხი მთვარეზე, ბავშვი, როცა იყო - მეზობელ ქალმა უთხრა ტიპს - აი ამ ბავშვს, ხომ ხედავო, ეს როცა მოხვდება მთვარეზე მერე დავწვები შენთან ლოგინშიო, ხოდა ის ბავშვი გაიზარდა და მართლაც მთვარეზე მოხვდა, ეს არ ნიშნავს, რომ შენც მთვარეზე აუცილებლად მოხვდება, შენ შეიძლება ოცნება ჰქონდეს მოხვდე სიტყვაზე ავსტრალიაში, მაგრამ იცოდე - შეიძლება ეს შენი ოცნება არასდროს არ ახდეს და შენი მეზობელი მოხვდეს იქ, იმის სიტუაცია და შენი ერთი არასდროს არ იქნება, შენ თუ ახლა მაგარი მერსედესი ჰყავს, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ბავშვობაში ჰყავდა ველოსიპედი, შეეგუე მოგებასად და წაგებასაც. შეიძლება ვერასდროს იშოვო მილიონი, შეეგუე ამას. 8. ვინც ბევრს ლაპარაკობს რაღაც საქმის გაკეთებაზე სტატისტიკურად იმას ეს საქმე უფრო არ გამოსდის, ვიდრე იმას ვინც ჩუმად აკეთებს დიდ საქმეებს. 9. ბედნიერება, სრული ბედნიერება არ არსებობს, ძირითადი ბედნიერების მომენტები შედგება 3 ფაქტორისგან: ჯანმრთელობა, ხასიათი და ფინანსური მხარე. თუ ადამიანი ჯანმრთელი არაა - ის ორი ფაქტორი ფუჭია და უაზროა, იმას არაფერი არ ახარებს, რომც ჰქონდეს 100 მილიონი დოლარი. სიტყვაზე ჯანმრთელია და აქვს 100 მილიონი დოლარი, მაგრამ აქვს მძიმე, რთული და შფოთიალა ხასიათი, მაგალითად აქვს 100 მილიონი დოლარი და მიფრინავს მალდივის კურძულებზე თავის თვითმფრინავით თავის აგარაკზე, მაგრამ თუ უაზრო ხასიათი აქვს ის დაიწყებს-ვაიმე: მეშინია, დღეს ჰოროსკოვში ცუდი დღე ამოხტა, ცუდი ამიანდია, ფრენის დროს საწვავი არ გამოილიოს, პინგვინი ვერ ვიყიდე, ლომს სიცხე აქვს ჩემს ზოოპარკში რა მეშველება, გველი არ შემოძვრეს აბაზანაში მალდივის კუნძულებზე, გუშინ ტაქსიში გადავიხადე 10 ლარი, როცა მეგობარს იგივე გზა დაუჯდა 9 ლარი, ვაიმე ომი არ დაიწყოს, ვაიმე წინ რა მთაა, ხომ შეიძლება ვულკანმა ამოხეთქოს, ვაიმე - გიორგის ნივა ყავს, მე კი მყავს 200 მანქანის კოლექცია, მაგრამ ჩემს კოლექციაში ნივა არ არის, ვაიმე პორშეს საბურავმა დაეშვა - რა მეშველება, ვაიმე იხვის მაგივრად დღეს შემწვარი ინდაურია და ასე შფოთავდეს ყოველ წუთს, ხასიათი ურთულესი რამეა - რომელიც განაგებს ადამიანის ბუნებას და განწყობას, და ამ დროს შეიძლება იყოს მეორე ადამიანი და არაფერი ჰქონდეს და ბედნიერი იყოს, რომ უბრალოდ დღეს კაი ამინდია და მიჰყავს შვილები ნაძვის ხის სანახავად. 10. ბევრის ცოდნამ იცის ბევრი ანალიზი და გამოთვლა, ბევრმა ანალიზმა და ფიქრმა იცის ჯავრი, ჯავრმა იცის ნერვიოლობა, ნერვიულობას მოაქვს უძულობა და სტრესი, სტრეს და უძილობას მოაქვს ნერვული დაავადება, დაავადებებს მოაქვს ნაადრევი სიკვდილი, იმეტესობა ძავრი არის მიმბმული ფინანსურ მხარეზე, მაგრამ რომც გამდიდრდე და ნაადრევად მოკვდე ეგიც არ ვარგა, რათგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადამიანები ფულს ინახავენ ბანკებში და არ ეუბნებიან ოჯახის წევრებსაც კი, და ბანკი სულაც არ ეტყვის ოჯახის წევრს და ეს ფული ბოლოს დარჩება ბანკს, სამწუხაროდ რეალობა ეგეთია.
|