იმ ლექტორის თავში ჩამახედა, ვინც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაშრომებში ქულებს წერს

ამასობაში CatGPT-ს უფრო მრავალფეროვანი მიზნებისთვის იყენებენ და რისკებზეც მეტს საუბრობენ
---------
19 წლის კაილამ, ბერკლიდან, კალიფორნიიდან, ხელოვნურ ინტელექტზე ექსპერიმენტები ჩაატარა. მან დაადგინა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ძალიან ჰგავდა ადამიანებთან საუბარს და თერაპიასაც კი აგონებდა.
კაილა არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ChatGPT-ს AI თერაპიისთვის მიმართავს. ჰეშთეგებს #ChapGPT და #AI-ს ერთობლივი 24,2 მილიარდი ნახვა აქვს TikTok-ზე.
ფსიქოლოგები და ფსიქიატრები საუბრობენ შეუმოწმებელი პროგრამებიდან მომდინარე პოტენციურ რისკებზე, განსაკუთრებით, თუ მათ კრიზისში მყოფი ადამიანები იყენებენ.
La Libre and Vice-ის ცნობით, დეპრესიის მქონე ბელგიელმა მამაკაცმა თავი მოიკლა ხელოვნური ინტელექტის პროგრამის, Chai-ის ექვსკვირიანი გამოყენების შემდეგ. პროგრამამ, რომელიც არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის აპლიკაცია, გაგზავნა მავნე ტექსტები და შესთავაზა სუიციდის ვარიანტები.
უნდა გამოვიყენოთ თუ არა ChatGPT თერაპიისთვის?