#62005034 · 8 Apr 2025, 13:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სასიამუვნო ნიუსი: ქალი ტრანსგენდერი არ იყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი სიახლეა. ლონდონში 36 წლის ქალმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ გააჩინა:
36 წლის გრეის დევიდსონი, მოქმედი საშვილოსნოს გარეშე დაიბადა და 2023 წელს დონორისგან საშვილოსნო გადაინერგა. იმ დროს ეს იყო ერთადერთი წარმატებული საშვილოსნოს გადანერგვა დიდ ბრიტანეთში.
ინოვაციური ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ ქალმა პირველი შვილი გააჩინა. მან და მისმა მეუღლემ, 37 წლის ანგუსმა, ქალიშვილს ემი დაარქვეს - გრეისის დის სახელით, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა.
გრეისი და ანგუსი ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობენ, თუმცა წარმოშობით შოტლანდიიდან არიან. ისინი იმედოვნებენ, რომ გადანერგილი საშვილოსნოს გამოყენებით მეორე შვილის გაჩენასაც შეძლებენ.
როგორც BBC წერს, თავდაპირველად წყვილს ანონიმურად დარჩენა სურდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ბავშვის უსაფრთხოდ დაიბადა, მათ თავიანთი "პატარა სასწაულის" შესახებ, მსოფლიოსთვის ამბის მოყოლა გადაწყვიტეს.
ქირურგიულმა ჯგუფმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი საშვილოსნოს გადანერგვის 15 ოპერაციის ჩატარებას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ გადანერგილი საშვილოსნოს საშუალებით პირველი ბავშვი შვედეთში, 2014 წელს დაიბადა. მას შემდეგ დაახლოებით 135 ასეთი გადანერგვა განხორციელდა ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთსა და თურქეთში და ჯამში, დაახლოებით 65 ბავშვი დაიბადა.
|