#62002973 · 7 Apr 2025, 06:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2016 წლის 19 თებერვალს, ზარით დაკრძალვის სვანურ რიტუალს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და აღიარებული იქნა, როგორც ზეპირი ტრადიცია და გამოხატვის ფორმა, საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება.
რადგან შესაძლებელია, რომ მსგავსი ფორმით მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის განსაზღვრა, მისი დაცვა და პოპულარიზაცია, გამიჩნდა შეკითხვა, ხომ არ დადგა დრო ასევე არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს მოთქმას ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ. გაიგონ მომავალმა თაობებმა როგორ დაგვჩაგრეს, როგორ გაგვძარცვეს, როგორ ჩაგვაყლევეს, როგორ მოგვტყნეს ... რატომ უნდა დავუკარგოთ ეს საგანძური შთამომავლობას?! რატომ არ უნდა იცოდეს მსოფლიომ ჩვენი ამ მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ?!
დროთა განმავლობაში, როგორც ყველა ფოლკლორული თქმულება თუ ნაწარმოები რომელიც ეფუძნებოდა რეალურ ამბავს თუ მოვლენას, დაიხვეწა და გამდიდრდა ახალი ელემენტებით, იგივეს გადის ეპოსი ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ. პოპულარულია საზოგადოებაში. დროს უძლებს. ვფიქრობ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რომ მოექცეს სახელმწიფოს დაცვის ქვეშ და მოხდეს მისი კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია.
მოთხოვნის სახით არ ვაფიქსირებ, მაგრამ ალბათ უკვე დროა რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.
This post has been edited by sanakoev on 7 Apr 2025, 07:04
--------------------
2012 - 54,97% 2013 - 62,12% 2014 - 50,82% 2016 - 48,68% 2017 - 55,81% 2018 - 59,52% 2020 - 48,22% 2021 - 46,75% 2024 - 53,93%
|