ბათუმი არის ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ქალაქი.
ვინაიდან არც მათესაობა, არც წარსული, არც რაიმე სხვა გენეტიკურ-სოციალუ-ეკონომიკური წიაღსვლები არ მაკავშირებს მაგ ქალაქთან, ამდენად ჩემი მისადმი სიყვარული სუფთა პრაგმატულია და ამდენად ობიექტურობასთან მიახლოებული (აბდაუბდა)
რა მიყვარს ბათუმში, თანმიმდევრობა მნიშვნელობის ადეკვატური არაა:
1. ზღვა
2. ზღვა
3. ისტორიული ნაწილი
4. მოდერნის შენობები
5. აბაშიძის ქუჩის დასაწყისი, იტალიური ეზოებით, თითების თეატრით, ქვაფენილითა და განათებული საღამოებით
6. ზამთარში დიდი ტალღები, წვიმა და ბულვარის კაფეში ცხელი "კოფეს" სმა, ერთ ღერ სიგარეტთან ერთად
7. ოქროს გასაღები, საშუალო ზომის აჭარულით
8. ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩავდივარ თუ არა, ეგრევე სარფში (მგონი სარფშია, სულ საღამოს მივყევარ ხოლმე) რესტორანში გამაქანებენ ხოლმე და მათთან ერთად კაი ქართული სუფრა, რომელიც საქართველოს დიდი არქიტექტორების სადღეგრძელოებით იწყება, გრძელდება და მთავრდება (ნუ ჩვენს თავს ვგულისხმობთ მაგ დროს

)
9. ზაფხულში ღამე რომელიმე გრილ, ნიავიან ღია კაფეში ალკოჰოლური სასმელების მირთმევა, იმის მუდმივი შედრძნებით, რომ ზღვა სადღაც აქვეა
10. ჩემ უსაყვარლეს ბათუმელ მეგობართან გათენებული ღამეები, როდესაც მე ვისვენებ და ის მეორე დილით სამსახურში მიდის, და მაინც ათენებს ღამეს ჩემთან საუბარში
11. ახალგაზრდობაში კიდევ კოსმოპოლიტანებს ვყიდულობდი, თბილისში ძვირი ღირდა, ამიტომ ბათუმიდან ჩამომქონდა და მერე მთელს სამეგობროში ტრიალებდა

ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი
მიყვარს ბათუმი, ძალიან
მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ. ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ!