ეხლახანს ვიყავი
გორდიდან ჩვეულებრივ, გასისინებული გზა ადის კინჩხაფერდში,
კინჩხაფერდიდან ჩანჩქერებამდე კი ჯიპი გინდა უკვე,
ნუ თუ კარგი მძღოლი ხარ, ოპელითაც კი ახვალ,
პროსტა დიდი აღმართებია სულ და ცალხიდიანი მანქანა ცოდოა, უნდა აბუქსაო,
თვითონ გზა გასწორებულია, გრუნტის გზაა, თუმცა ქვებიანი გზაა, თან ზოგან საკმაოდ დიდი და წვეტიანი ქვები ყრია გზაზე
წვიმის დროს მანდ მხოლოდ ჯიპით უნდა ახვიდე
სანამ აღმართები დაიწყება, მდინარე უნდა გადალახო, მე რომ ვიყავი, წყალი იყო ასე 30 სმ სიღრმის, მეტი არა
ეს აღმართები სადღაც 2-3 კმ მხოლოდ, და კი მიადგები ჩანჩქერს, მანქანის დასაპარკინგებელი ადგილია მანდვე, დიდი მოედანივითაა და მერე ფეხით გაუყვები ჩანჩქერამდე გზას, ფეხით სავალი იქნება ასე 200-300 მეტრი მხოლოდ
დრო არ მქონდა, თორემ გეგმაში მაქვს კინჩხადან ასხის პლატოზე ასვლა ჩემი ჯიპით და მერე დიდი კრუგი კეთდება და ჩამოდიხარ გორდში,
მაგარი ოფფ-როუდი იქნება და აუცილებლად უნდა განვახორციელო წელს ეს მარშრუტი
http://www.openstreetmap.org/#map=13/42.5371/42.5631აი ეს გზაც, კინჩხადან ადიხარ ასხის პლატოზე
http://www.openstreetmap.org/#map=13/42.5746/42.5629ასხის პლატოდან ჩრდილოეთით წახვალ და მანდ საოცარი ადგილებია, ამას მოინახულებ და ჩამოხვალ ისევ დაბლა, სამხრეთისაკენ და გადაუხვევ დასავლეთისკენ
http://www.openstreetmap.org/#map=13/42.4973/42.5495გაუყვები გზას და სამხრეთიდან ჩამოდიხარ ზედა გორდში
აი ასე კეთდება დიდი კრუგი მანდ
მე ამ ზაფხულს ვგეგმავ მაგ მარშრუტის გავლას,
ვისაც სურვილი გექნებათ, წამოდით,
ოღონდ სერიოზულად მომზადებული ჯიპი უნდა გყავდეთ,
პარკეტნიკით მანდ შანსი არ გაქვთ