ჭიუხები, როშკა, აბუდელაურის ფერადი ტბები!
19-20 სექტემბერს გეპატიჟებით ორ–დღიან ტურში ხევსურეთში, სადაც ვნახავთ ჭიუხების ულამაზეს პეიზაჟებს, აბუდელაურის ფერად ტბებს და აბუდელაურის ერატულ (მოქანავე) ლოდებს. ღამეს გავათენებთ კარვებში.
ხევსურეთის უნიკალური ბუნება მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს ნებისმიერ ადამიანზე.
შეკრების დრო: 19 სექტემბერი, 8:00 საათი
გასვლის დრო: 19 სექტემბერი, 8:30 საათი
თბილისში დაბრუნება: 20 სექტემბერი, საღამო
შეკრების ადგილი: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
ადგილი მინიბუსში: 20
ფასი: 45 ლარი
ფასში შედის: მგზავრობა, სამწვადე, არაყი, შეშა, ერთჯერადი თეფშები, ჭიქები, სალფეტკები, ჩანგლები, გამყოლის მომსახურება, გიდი, ფოტო მომსახურება, აღჭურვილობა (ვისაც გჭირდებათ: კარავი, საძილე ტომარა, პარალონი), გიტარა და გართობა
სირთულე: საშუალო
ფეხით სასიარულო მანძილი: 15კმ
თან იქონიეთ: ორი დღის სამყოფი საკვები, თბილი მოსაცმელი, სათადარიგო ტანისამოსი,
აკრძალულია: შეკრებაზე დაგვიანება, ორგანიზატორის დაუმორჩილებლობა
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:
558 001014
579 307575
https://www.facebook.com/YoungTravelClubGeorgia
“In three words I can sum up everything I've learned about life: it goes on.” - Robert Frost