რამდენიმე საკითხი მაინტერესებს და მცოდნეთა რჩევა/დახმარება მჭირდება

შატილს ვესტუმრები (პირველად) მანქანით. დილით.
მთელი დღე მინდა ახლოს მდებარე ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება.
ღამეს შატილში გავათევ.
მეორე დღეს გავაგრძელებ დათვალიერებას და შუადღეს გამოვემგზავრები თბილისისაკენ.
გეგმაში მაქვს შემდეგი ადგილების მონახულება ფეხით:
შატილი – მუცო – არდოტი – ხახაბო – ანატორი (ნასოფლარი)
დიდი მანძილი ხომ არ არის, შევძლებ?
თავად მივაგნებ თუ შატილში მომიწევს გამყოლის დაქირავება?
კიდევ რის ნახვას მირჩევდით?
დამატებით სად აჯობებს მანქანით მისვლა ან გზად გაჩერება?
ტრადიციული ხევსურული სამზარეულოს დაგემოვნება სად აჯობებს?
(მაგალითად ფშავ-ხევსურული ხინკალი ან კონტორი და სხვა...)
მადლობთ.
p.s. კიდევ მაინტერესებს მანქანის საწვავის საკითხი.
გზად ან იქ ჩასული, შევძლებ საწვავის შეძენას?
(ერთი ''ბაკი'' არა მგონია მეყოს)