ცხენით მოგზაურობა - თუშეთი
თუშეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. იგი საქართველოს ჩრდილოეთით მდებარეობს. ზღვის დონიდან 2900 მ, ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი-ცელსიუსი.
ცხენით მოგზაურობისთვის სასურველი პერიოდია: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.
დღე 1: ჩამოსვლა ქალაქ თბილისში, დათვალიერება ქალაქის ღირშესანიშნაობების.
დღე 2: გამგზავრება ყაზბეგში, ჩასვლა ჯუთამდე
დღე 3: ჯუთას დათვალიერება
დღე 4: ცხენით მოგზაურობა
დღე 5: უღელტეხილზე გადასვლა (2900 მ), ჩასვლა საქართეელოს საზღვართან
დღე 6: ადგილობრივი ტურები, კალმახობა.
დღე 7: ჩასვლა როშკაში
დღე 8: შატილი
დღე 9: ცხენით მოგზაურობა შატილში
დღე 10: მუცოს ციხის დათვალიერება
დღე 11: დასვენება შატილში
დღე 12: გამგზავრება თბილისში
დღე 13: დასვენება და ბანკეტი თბილისში
დღე 14: გამგზავრება
ტურის ღირებულებაში შედის:
დახვედრა
სასტუმრო
ტრანსპორტი
საოჯახო ტიპის სასტუმრო
გიდი
ექსკურსიები
ცხენები
კვება
ტურის ღირებულება: 1500 ევრო (ერთი ადამიანი)
და ამ ტურს ქვია ცხენით მოგზაურობა თუშეთში????? :წოწ:
ან რა საიტია, ან რა ქართულით არის დაწერილი, საქართველოს გეოგრაფიის და მარშრუტების შედგენის არცოდნაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ. არადა, უცხოელებზეა გათვლილი და ვიღაც უცხოელმა მართლა რომ მოინდომოს ამათი მომსახურებით სარგებლობა, წარმომიდგენია ამ მარშრუტების შემდგენელი რა მომსახურებასაც გაუწევს და ის უცხოელი როგორი კმაყოფილიც დარჩება (თუმცა, იმედი მაქვს, ეს მკვდარი საიტია და ამათი სერვისით არავის უსარგებლია, თუ ვინმეს უსარგებლია და სავარაუდოდ, ისიც სადმე მთაში დაკარგეს

"კომპანია ჰარმონიის" მთავარი მახასიათებლებია პროფესიონალიზმი, კლიენტებზე ზრუნვა და დამკვეთისადმი მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება. :ლოლ: