Etrange
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1396
წევრი No.: 128273
რეგისტრ.: 4-March 11
|
#26744976 · 2 Aug 2011, 21:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აგერ მოკლე ინფორმაცია ნიკო არდოტელზე
ნიკო ზვიადაური - მურღვა არდოტელი, დაიბადა 1962 წელს დუშეთის რაიონის სოფელ არდოტში. 1980 წელს დაამთავრა ბარისახოს სკოლა-ინტერნატი, 1981-86 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რელიგიის განყოფილებაში. 1991 წლიდან დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს, ხევსურეთს და შატილის სკოლა-ინტერნატში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. შემდგომ, მის მიერვე არდოტში,საკუთარ სოფელში დაარსებული სკოლის გამგე-მასწავლებელი იყო. სამწუხაროდ, უსახსრობის, სახელმწიფოს მიერ სრული უყურადღებობისა და მიგრაციის გამო, არდოტის სკოლა დღეს უფუნქციოა. ამჟამად, ნიკო ზვიადაური თავისი ქვეყნის მესაზღვრეა. იგი არის პოეტური ორდენის "მარად ახალი ქნარის" წევრი, გამოცემული აქვს ერთადერთი წიგნი -"თენების მთვარე"(1994წ). * * * ნიკოს ლექსებს ინტერნეტში გადავაწყდი შემთხვევით და აქაც ვდებ. ყველაზე მაგარი ხევსური ვისაც შევხვედრივარ
* * * თვალში მძინარე ცრემლი ვარ, მამულზე ჩამოსატირი. ანატორ ჟამთა დენა ვარ, პირღრუბლიანი შატილი. მიცუს თორღვაის ციხე ვარ, შავს ქარაფს გამოშატილი. არდოტში - მურღვათ სიმაგრე, უკლო ქარებს რომ შავტირი. ხახაბოს ხახით ხირიმი , აწუნთის ქედზე მქუხარი. ზენ, გორზე - თალაის ციხე, მტრისაგან ნასულწუხარი. ხმალი ვარ დავითფერული, ყორნების სისხლში მდუღარი, აიეხ სახლ-კრის ჩამოშლა, აჭინჭრებული ბუხარი. სიჩუმე სასაფლაოთა და დანიუხე მძინარი. ერთ დღეს სულთ ამოდენა ვარ, ცა - მზეთ გამყოლი ვინ არი?! შენ თეთრი მთების თრთოლვა ხარ, ცა-ვარსკვლავების მანდილი, გული ხარ, საჯიხვეებში მკერდიდან ამოვარდნილი. მზისპირნაბანი წვიმა ხარ, ქარის - ბალახთად ქადილი, ჩავლა ხარ, ჩამოღამება, ვერ გამხელილი წადილი. ნარ-ეკლიანი საწუთროს ხან სათავე ხარ, ხან - ძირი. შენ ის ხარ, ვინაც ამოკლა ჩემი საწუთროს მანძილი. მურღვამ თქვა მურღვამ თქვა, არდოტ გაზრდილმა, სიყრმის დღეები მოვწვერე. მთვარე, ცას დაკიდებული, თხის ჯიქანივით მოვწველე. დანდობა დაკარგულია, უჟამო ჟამი წკრიალებს, ქარქაშში ჩასძინებიათ თეთრტარა ნაპერწკლიანებს. ხანდიხან მოვა ოცნება, ცეცხლივით ამაბრიალებს, ესეა წუთისოფელი - წაღმა-უკუღმა ტრიალებს, გულში რომ შავი ღამეა, ნეტა ვინ გაამზიანებს, სიკვდილი რას მოგვერევა არაგველ-ალაზნიანებს. ბევრ მწარე გამოვიარე, სულში ვინ ხედავს იარებს... "დარდი არც უნდა ახსენო, თუ არვინ გაგიზიარებს". ესეა წუთისოფელი, წაღმა-უკუღმა ტრიალებს. როგორც ჰგონია საწუთროს, ისე ვერ გამატიალებს.
* * * ფხოვის ცას თენების მთვარე, თვალს როგორც ცრემლი, ჰკიდია, ხოშარისაკენ ნისლები მოტირლებივით მიდიან, აქეთ ნისლში წევს სანათა, იქით ჩაშლილა მინდია, გოგოლაურთას მზე როა, ბინდაურთაში ბინდია. ხან პატარაა საწუთრო, ხან უსაშველოდ დიდია... * * * გაგახსენდები, როცა ქარები სარკმლებს და კარებს გლოვით დაღლიან. როს შესტირებენ ცას ტირიფები და ცივ ქვაფენილს შუბლებს ახლიან. დაგესიზმრები: ღამე იანვრის, როცა დაბარდნის ფანტელთა ბორანს, როცა კენტობით გულგაყინული მთვარე - ვეშაპის ცრემლი დაგორავს... დაგავიწყდები: როცა სიბერე მოვა... ყავარჯნით ჩაჰყვები ქუჩებს. დაუწყებ ძახილს გაფრენილ დღეებს, მაგრამ იმ დღეებს ვინ მოგიქუჩებს. * * * სევდიანი მოლოდინი და თვალებში ნაღველი. დავიჯერო? - აღარა ვარ მაგ ღიმილის მნახველი. იმ დღეს შენი დამორცხვება როგორ ჰგავდა ლემადეს. განა ლექსებს დაგიწერდი, გული რომ არ ღელავდეს. ნეტავ მურღვას დარდის ციხეს მალე მომიწვერავდე, თორემ ვხედავ, მიღამდება ბოლო ბედისწერამდე. ხონისგორის ცირცელივით რად იმორცხვებ დილამდე? ჯერ ხომ შორს ვარ, - არ მოვსულვარ მკერდის ოქროს ღილამდე. რად გსურს ამ თეთრ ღამეებში მთვარის შუქით მტორავდე. ჩემო სევდის გზა-ბილიკო, ცრემლო ანატორამდე. განა მარტო ღიმილი ხარ, ან ტკივილი სულამდე, ცის სიმშვიდე რად წამართვი მთების გაზაფხულამდე. გირჩევ, ცოტა გამიწყერი, ცოტა შემაგულადე, მიღმახევში მთების დელგმავ, ცოტა გამოიდარე, თორემ წავალ, მართლა წავალ, წავალ, როგორც მდინარე. მზის ბარათები ჩემო არდოტის წყალ-ჭალავ, წავალ და გაგეშორები, მერე სხვამ ზიდოს წისქვილში, სადატიობო ფორები. ბორბალოს გადაივლიან, გადასერავენ ქორები; ტანზე აღარვის ეცმევა მამ-პაპათ ჯაჭვის თორები. აღარც მანდილი იქნება აღარც ჯარა და თხორები. ციხენი დაიშლებიან, აჭინჭრდებიან ხოლები. ქორწილებ აღარ იქნება, აღარ იდენენ მთხოვლები... უფალო, გადაარჩინე ყუნწზე მისულებ ფხოვლები.
--------------------
"All that the nation had and enjoyed All that in dreams of All that it longed for and never had It keys in folklore"
|