უშბაა რა

)) ყველაზე პატივსაცემი მწვერვალია ჩემთვის
* * *
ის 14დღიანი ლაშქრობა სვანეთში, 2013 წლის 2 სექტემბერს დაგვიწყია

)) რა დრო გასულა
ხოდა აქვე დავდებ რომ ყველამ ნახოს და იქნებ ვინმემ კიდეც განახორციელოს, თუ მეცლება შეიძლება მეც შემოგიერტდეთ.
დღე I - თბილისი-მაზერი
497 კმ. დრო: 7-8 სთ.
ჩასვლის დღეა და მეტი თავისუფლებაა. მზადება მეორე დღისთვის. ღამე იქვე სოფლის განაპირას კარვებში.
დღე II - მაზერი-უშბის მიდამოები
6-10 კმ. დრო: 6-7 სთ.
ამ დღეს უშბას ვნახულობთ ძალიან ახლოდან და ღამით ვრჩებით ქოხებში სოფელ მაზერის მახლობლად ან კარვებში.
დღე III - მაზერი-გული-ქორულდი-ცხაკზაგარი (ჯვარი)
14-16 კმ. დრო 10-12 სთ.
მაზერიდან წამოვალთ ქორულდის ტბებზე და ღამით ჯვარზე ვრჩებით. არის ქოხებიც ან კარვებში.
დღე IV - ცხაკზაგარი-მესტია
14-16 კმ.
ჩამოსვლა ადვილია. ბევრი თავისუფალი დრო და მესტიიდა დათვალიერება. ღამეს ვათევთ ბეთქილისკენ ან ლილეოს ადგილზე. სურვილის შემთხვევაში ამ დღეს შესაძლებელია ოჯახში ბანაობაც

დღე V - მესტია-ჭალაადი
10-14 კმ.
მეორეე დრეს წავალთ ჭალაადში. ჭალაადიდან რომ ჩამოვალთ მესტიაში მერე ავდივართ ჰაწვალში (და ეს ყველაფერი 6 საათამდე). ჰაწვალიდან რომ დავეშვებით შევივლით ბეთქილისკენ და საღამოს მესტიაში თვალს წყალს დავალევინებთ

მრე უკან და ღამეს ვათევთ ისევ იქ სადაც წინაზე ბეთქილისკენ ან ლილეოს ადგილზე.
დღე VI - მესტიის მიდამოები (ლანჩვალი, ბეთქილი, ლაღამი) + ლატალის და ლენჯერის ეკლესიები
ლატალში და ლენჯერში რამეს გავყვებით დილიდანვე. მერე ისევ მესტიაში ვბრუნდებით და ჯერ მივდივართ მესტიის მუზეუმში, მერე მარგიანების მუზეუმში, მერე მიშა ხერგიანის მუზეუმში და საღამოს მესტიაში თვალს ისევ წყალს დავალევინებთ
დღე VII - მესტია-ჟაბეში-ტვიბერი
ეს უკვე მულახია. 9-12 კმ სამანქანოა და შეგვიძლია დავემგზავროთ. ბევრი სატვირთო მოძრაობს მშენებლობაა მაქეთ მხარეს და ადვილად გავყვებით. ფეხით სასიარულო დაახლ. 8-12 კმ. დრო: 6-7 სთ. ჟაბეში და მისი ავლადიდება. ამ ღამეს აქვე ვრჩებით. ოღონდ არა ტვიბერში. სურვილის შემთხვევაში ამ დღეს შესაძლებელია ოჯახში ბანაობა
დღე VIII - ჟაბეში-ადიში
დილით ადიშში წავალთ დაახლოებით 12-14 კმ-ია. ღამით სოფელშივე დავრჩებით კარვებში (ვისაც უნდა სახლების იშოვება) ან სოფელს რომ გავცდებით მერე, ხალდეს მხარეს. ბანაობა შესაძლებელია.
დღე IX ადიში-უშგულისკენ
ადიშიდან გამოვდივართ და სოფლების, ხალდესა და იფრალის გავლით დავადგებით უშგულის სანამნქანო გზას. აქ უეჭველი ვაჩერებთ გამვლელ მანქანას და მივყვებით უშგულამდე. ვნახულობთ უშგულს მთლიანად, ჩაჟაში, მუზეუმი, ლამარია და ღამეს ვათევთ ლამარიას სიახლოვეს ბორცვზე. ბანაობა შეიძლება აქაც.
დღე X უშგული-შხარა (ენგურის სათავე)
ძალიან თავისუფალი დღეა. დილით წავალთ ენგურის სათავეზე. კაი ხანი დავრჩებით იქ. აახლომახლო მიდამოებსაც ვნახავთ და დავბრუნდებით ისევ უკან, ამჯერად უშგულში არარ ვრჩებით და დავრჩებით ლატფარის გზაზე ძველ წისქვილთან.
დღე XI უკვე უშგული-ლატფარი-მამი
ამ დღეს სულ ვუნდებით გზაში. ნელ-ნელა და დინჯად მივიწევთ მაღლა. ღამეს ვათევთ ლატფარზე ტბის მიდამოებში.
დღე XII ლატფარი-მამი
მეორე დღეს ვეშვებით ქვევით სოფლისკენ და ვნახულობთ ტბებს.
მე-13 დღეს არჩევანი გვაქვს, ან ვეშვებით ქვემო სვანეთში და ცხენისწყლის ხეობით (ლენტეხი-ცაგერი) გადავდივართ მარტვილში და იქაურობას ვნახულობთ, ან ამოვდივართ ისევ უშგულში და მესტიიდან ვბრუნდებით თბილისში. ჩვენ ეს უკანასკნელი ავირჩიეთ რატომრაც. მაგრამ მომავალ თაობებს ვურჩევ ჩაუყვნენ ცხენისწყალს და ორი-სამი დღე მოინახულონ მარტვილი და სოფელი ბალდე აბაშის სათავეზე ჩანჩქერი. ტობაზე ან ლებარდეში ასვლა გამორიცხეთ

იქ გაცილებით მეტი დრო მოგიწევთ. ლენტეხიდან მარტვილამდე ტრანსპორტი პრობლემა არ იქნება. ბოლოს ამრტვილიდან დაეშვებით თბილისში. მგონი 14-15 დღე გამოდის