gio365ეხლა ჩემი გამოცდილებიდან რომ გითხრა

მაისის თვეში შუადღისას შეიძლება იყოს 20-25 გრადუსიც მაგრამ საღამოს ყველა ვარიანტში ცივა. 10 გრადუსამდეც შეიძლება ჩამოვიდეს. სქელი ან ოდნავ სქელილ ჟაკეტი მაინც საჭიროა.
მე რო მიმყავს ხოლმე სამდღიანი ტურები ესეთ მარშუტს ვუკეთებ:
დღე 1
ენგურჰესის გადასახედი, ლატალის, ლენჯერის და იენაშის ეკლესიები და მესტიის მუზეუმი. დაბინავება სასტუმროში და საღამოს მესტიის და შემოგარენის დათვალიერება მჟავე წყლებზე.
დღე 2
ეთმობა უშგულს. გზაში სიყვარულის კოშკთან გაჩერება დაახლ. ნახევარი საათი, კალაში ასვლა, უშგულის ლამარია და იქვე უშგულის კოშკ-მუზეუმი განძთსაცავი. მესტიაში დაბრუნება საღამოს 6-7 საათისთვის. იმავე დღეს ვნახულობთ მარგიანების მუზეუმსაც.
დღე 3
მსუბუქი ლაშქრობა ან ჭალაადის ყინულვარდნილზე ან შდგრას ჩანჩქერზე. მერე ვებარგებით და მოვდივართ ხოლმე
ჰაწვალში ამყავს მოთხოვნის შესაბამისად, თუ დრო და საშუალება გვექნება ავდივართ, თუ ვერ ვასწრებთ არ ამყავს ხოლმე.
ეს სამი დღეც საკმაოდ დატვირთულია მაგრამ მაქსიმალურად ყველაფერი მაქვს ჩასმული რაც შეიძლება.
ჯგუფსაც გააჩნია, თუ იყოჩაღებენ და კარგად ამყვებიან ხერგიანის მუზეუმშიც ავსულვართ.
კი დაგიწერე ჩემი სამდღიანი ტურის ზოგადი მიმოხილვა
პ.ს. თბილისიდან 4 საათზე გავდივართ ხოლმე