დავწერ ჩემს მოგზაურობას
ტრანსპორტი--სუბარუ ფორესტერი,მექანიკა
შემადგენლობ--მე,ჩემი მეუღლე და ჩვენი 12 წლის მარიამი

27-ში გავედით თბილისიდან დილით 6 საათზე,მოვასწარი ძირულაზე ცოტა წათევზავება,გავიარეთ მარტვილის კანიონში
ზუგდიდში დავათვალიერეთ დადიანების სასახლე
საღამოს 6 საათზე ვიყავით მესტიაში--დაბინავება ნორმალურ ოჯახურ სასტუმროში,ოთახის ფასი---40ლ,ნორმალური აბაზანით ოთახის გარეთ.გაცნობა--სადაა მაღაზიები,ბაზარი,სად ცხვება კარგი კუბდარი და ა.შ.
28-ში წავედით ბეჩო- მაზერში,მანქანით მაზერამდე დაახლოებით 20 კმ მესტიიდან,ვნახერთ უშბის ძირას ჩანჩქრები-ფეხით სასიარულო დაახლოებით 15კმ--მანქანუიდან ჩანჩქერებამდე და უკან--ადიხარ ფეხით სადრაც 2400მ-მდე.სახლში დავბრუნდით ძალიან დაღლილები თუმცა ხერგიანის მუზეუმი მაინც დავათვალიერეთ ასევე უკანა გზაზე ლატალის და ლენჯერის ეკლესიები მოვინახულეთ
29-ში 8 საათზე გავედით უშგულის მიმართულებით,გზა--2.5სთ -კალა,სიყვარულ;ის კოშკი,უშგული,ჩაჟაშის მუზეუმი,--ლამარიას ტაძრიდან გავაგრძელე მოძრაობა შხარას ძირში მყინვარისკენ და ვნახე ენგურის დაბადება მყინვარის ქვეშიდან.უშგულიდან მანქანით 6კმ-შემდეგ ფეხითაც დაახლოებით 6კმ-- მანქანიდან მანქანამდე.საღამოს 7 საათისთვის მესტიაში ვიყავი--უკანა გზაზე უშგულიდან დამჭირდა 1სთ 50 წთ
30-ში---დილით 9-ზე გავედით ჭალდიდის მყინვარისკენ--გზა მანქანით დაახლოებით 7კმ,ფეხით სასირიარულო მანქანიდან მანქანამდე 5კმ--ვნახეთ მესტიაჭალის დაბადება მყინვარის ქვეშიდან.იქედან ავედით მესტიის თავზე ჯვარზე--სასწაული ხედი მესტიისა ჯვარიდან,იქედან გავაგრძელე გზა ქორულდის ტბებისკენ,ქორულდიდან მესტიის მუზეუმი,მუზეუმის შემდეგ -ჰაწვალი ზურულდი--საბაგიროს გზა--შემდეგ ბეთქილის მჟავე წყლები. საღამოობით ვათვალიერებდით მესტიის კოშკებს.. ასე დამთავრდა ჩემი სამდღიანი მოგზაურობა სვანეთში
31-ში დილით 6 საათზე წამოვედი მესტიიდან--მივდიოდით ზემო რაჭაში---როგორც კი გავცდით ლენჯერს----გზაში მეც და მეუღლესაც დაგვემართა საშინელი დეპრესია--არცერთს არ გვინდოდა წამოსვლა-ბავშვს ეძინა,მეუღლე ტიროდა მე კიდე "გაზის პედალს" ვერ ვაგნებდი--

რომ წამოვსულიყავი იქედან--მაგრამ რაჭამდე ხაშურში უნდა ჩავსუილიყავი---სამწუხაროდ--- ჩემი მეგობრის დაკრძალვაზე , იქედან კი ავბრუნდი ზემო რაჭაში
რისი თქმა მინდა---სასწაული 3 დღე მქონდა,მიუხედავად იმისა რომ ვნახე ძალ;იან ბევრი ეხლა რომ ვაანალიზებ ვთვლი რომ--ძალიან ცოტა ვნახე და ძალიან ცოტა დრო დავყავი სვანეთში
აუცილებლად მიმაჩნია რომ---უშგულში მინიმუმ ერთი დღე-ღამე უნდა დავრჩენილიყავი,და თვითონ მესტიაში კიდევ ალბათ 3-4 დღე რომ სრულყოფილად თუ არა საკმაოდ ამომწურავად მაინც მეგრძნო თავი..მოკლედ ასე იყო ჩემი ვოიაჟის ამბავი
მაპატიეთ მაგრამ---სვანეთის შემდეგ- რაჭის მთებს მთებად ვეღარ აღვიქვავდი

ძალიან მიყვარს რაჭა--მგონი არ მიწყენენ რაჭველები ამ ხუმრობას
This post has been edited by maomao on 6 Aug 2016, 22:41