ვისაც ოდესმე ტურბაზაში დაგისვენიათ ან მჟავეწყალზე წასულხართ - ეს კოშკი გეცნობათ ალბათ
ამ კოშკთან კი ერთი იდეა დაიბადა:
კარგად არის ცნობილი რომ კავკასიონის მთელს დასახლებულ
ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ცნობილი თუ არაცნობლი ალპინისტი და მეკლდეური სვანეთს ჰყავდა.
გაჩნდა იდეა რომ ამ კოშკთან გაკეთდეს ალპინისტების პანთეონი+მუზეუმი.
ალბომებს გადავხედე და როგორც აღმოჩნდა 1906 წლიდან (კიბოლანის უშბაზე ასვლა, წელზე არ უნდა ვცდებოდე)
მოყოლებული ცამეტამდე ცნობილი ალპინისტი ჰყავდა სვანეთს, რომლებიც უკვე აღარ არიან (ცოცხლებს არ ჩამოვთვლი ).
კოშკის უკან არის მონუმენტი, ზუსტად არ მახსოვს,
"მგლოვიარე დედა" ან რაღაც მსგავსი, რომლის ავტორიც ვახო ონიანია,
იგივე ონიანი, რომელმაც მიშა ხერგიანის მემორიალი გააკეთა იტალიაში, დოლომიტებზე, სუალტოს ძირში.
(p.s. სიღნაღთან "ამირანის" ავტორიც)ეს ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება ალბათ,
ნეშტებს გადმოსვენდება,
მემორიალთან ერთად ძალიან საინტერესო მუზეუმი უნდა გაკეთდეს....
ეს ჯერ მხოლოდ იდეაა.
გასაკეთებელი საქმე კი რამხელა ჯაჭვი და რგოლებია
This post has been edited by forever`s_NEVER on 9 Oct 2006, 12:24
მიმაგრებული სურათი