#62163425 · 8 Jul 2025, 12:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bada_bing
QUOTE | იუთუბზე ვუყურე იმ დღეს ერთ ვიდეოს, ლენტეხიდან ავედიო ყვებოდა და აშკარად გაკეთდა, მე 2022-შ ვიყავი და მაშინ აკეთებდნენ მაგ გზას |
ალბათ ზაგაროს უღელტეხილს გულისხმობთ ხომ? სულ მინდოდა მაგ მარშრუტის გავლა. როგორც ვხვდები, ზაფხულში, შედარებით მაღალი გამავლობის მანქანით შესაძლებელია ხომ შეფერხების გარეშე გადასვლა?
QUOTE | აგვისტოში მივდივარ მესტიაში, ერთი კვირით ალბათ. ცოტა მოვლა მინდა და მესტიაში რომ მქონდეს სასტუმრო კაი ვარიანტია? თუ შუაზე გავყო და ნახევარი პერიოდი სადმე სხვაგან დავრჩე? ჯერ ეხლავ იწყებ გარკვევას და აზრზე არ ვარ არ ვარ ნამყოფი. |
მესტია ვფიქრობ კარგი ვარიანტია კომფორტის მხრივ, თუ რამე ძალიან ეგზოტიკურს არ ეძებთ, თან არც მაზერიდან (უშბის ჩანჩქერი, შდუგრა) არის ძალიან შორს და არც უშგულიდან, საკვები და სავაჭრო ობიექტებიც მრავლადაა. უბრალოდ, როგორც მახსოვს, ზაფხულობით, სასტუმროებში თავისუფალი ადგილები ცოტა ჭირს ხოლმე, და სჯობს წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
|