http://www.signagi.net/ჯგუფი 14 კაციანია
+ორგანიატორი(გიდი-თარჯიმანი)
+მძღოლი
თავიდან გავივლით ქაჯთა ციხეს (ეს ის ციხეა რომლელიც ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებისთვის გამოიყენეს) ძალიან კარგად არის შენახული და ძალიან შტამბეჭდავია. ჩვეულებრივად ტურებში არ შედის
ამის შემდეგ ვნახავთ ტბეტს და სათლეს ციხეს გავჩერდებით კი შავშეთში, ქართველების სასტუმროში
მეორე დღეს ვნახავთ დოლისყანას, ოპიზას, ხანძთას (საუბედუროდ ამ წელს ხანძთას გუმბათი მოსწყდა) შემდეგ წავალთ არტანუჯისკენ. გავივლით ჯოჯოხეთის კანიონს, ვნახავთ არტანუჯის ციხეს, ახიზის ციხეს (თურქულად ფერჰატლი) და შატბერდს. თუ არ დაგვაღამდა შევეცდებით მოვნახოთ შატბერდის ციხეც რომელსაც სხვაგვარად "ბოსელთა" ქვია და კიდევ სხვაგვარად " კლარცეტ კალე" ანუ კლარჯეთის ციხე. იქვე მახლობლად უნდა იყოს. მაგის ფოტოც გვაქვს და ადგილმდებარეობაც ვიცით. დროში ჩატევის მომენტია მხოლოდ პრობლემა, რადგან იქიდან იუსუფელისკენ უნდა გავემართოთ
* * *
იუსუფელში გავჩერდებით ისევ ქართველების სასტუმროში, რაც თავისთავად საინტერესოა ურთიერთობისთვის , რადგან როგორც წესი იქაური ქართველების სოფლებში ასვლა ვერ ხერხდება ტურების დატვირულობის გამო. დილით ადრე ჯერ კიდევ საუზმემდე ვნახავთ პარხალს და პარხლის ხეობაშივე მდებარე უტას ციხეს (კისპაროტის ციხესაც ეძახიან-ეგ შესაძლოა ბიზანტიური პერიოდის სახელწოდებაც იყოს), საუზმის შემდეგ გავემართებით ოთხთას და კავკასიძეების ციხის სანახავად. შემდეგ ავალთ იშხანში, დღის ბოლოს კი ვნახავთ ოშკს.
* * *
მეოთხე დღეს გავალთ დილიდან ხახულში. გზად ვნახავთ თორთუმის ჩანჩქერს (50 მეტრი სიმაღლის არის) და ტბას რომელიც წარმოიქმნა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მიწისძვრის შედეგად (მთიდან მომწყდარმა კლდემ გადაკეტა მდინარის ხეობა). გავივლით თორთუმის ციხეს და ვნახავთ ციხესიმაგრეს ქალაქ ოლთისში. შემდეგი გაჩერება კი გვექნება ბანაში.
საზღვარზე რომ გადავალთ გავჩერდებით ბორჯომშიც. თბილისში კი სავარაუდოდ ღამის 12 საათზე ვიქნებით
This post has been edited by Duda2009 on 29 May 2009, 13:06