ჩამოვედი
ძალიან, ძალიან კმაყოფილი. სიამოვნებით დავრჩებოდი იქ კიდევ 1 კვირა.
ჩამოვწერ ეხლა ყველაფერს დაწვრილებით.
თბილისიდან გავედით პარასკევს 14:50. დროის და კილომეტრაჟის ათვლა დავიწყე გაგარინის მოედნიდან. ტრასა საკმაოდ თავისუფალი იყო და უპრობლემოდ ვიმგზავრეთ. აქეთა გზობაზე წავედი შორი გზით, ანუ ჩერეზ ხარაგაულით. ხარაგაულის გადასახვევიდან საკმაოდ ცუდი გზა იყო, მსუბუქი მანქანით წასვლა საცოდაობაა. გრუნტის გზაა და წვიმებისგან ჩაღწმავებულებია და რთული გადასავლელია. ნაწვიმარზე იქ გავლა ალბათ წარმოუდგენელია.
მოლითიდან ნუნისამდე უკვე ნორმალური გზაა, დაახლოებით 7 კმ.-ია. ეხლა აკეთებდნენ ძაან ინტენსიურად მაგ მონაკვეთს. 19:30-ზე როგორც იქნა მივაღწიეთ საბაგირომდე, და მაგ მომენტისთვის გავლილი გვქონდა 211 კმ. ეს საბაგირო არის ბოლო წერტილი გზის.
საბაგიროსთან არის მანქანების გასაჩერებელი ადგილი და იქვე არის დაცვის შენობაც.
საბაგიროთი გადავიარეთ ხევი და აღმოვჩნდით "სამთა ნუნისი"-ს ტერიტორიაზე. თვიტონ ტერიტორია ძალიან ლამაზი და მოვლილია, დგას დაახლოებით 6 კოტეჯი, დიდი შენობა, სადაც განთავსებულია სასადილო და გოგირდის ვანები და 3 სართულიანი ახალი აშენებული სასტუმრო.
ჩვენი კოტეჯი იყო 2 სართულიანი, 4 ოთახით და 1 საერთო სველი წერტილით. ოთახი იყო ძალიან სუფთა და მყუდრო.
რომ დავლაგდით გადავედით სასადილოში. ჩვენს საგზურში შედიოდა 3-ჯერადი კვება. საჭმლის პრობლემა იქ ნამდვილად არ გვქონია, რასაც იქ ვჭამდით სრულიად გვყოფნიდა. ახალი სასტუმროს შენობაში არის რესტორანი სადაც შეიძლება დამატებით მიირთვათ საჭმელი და დესერტები. ჩვენ მანდ შევდიოდით ცივი ყავის დასალევად.
მეორე დღეს დამსვენებლებთან ერთად ავედით ჩანჩქერზე. დაახლოებიტ 4 კმ- გავიარეთ ტყეში.
4 საათზე რომ გავედით დავბრუნდით 8 საათისთვის.
დათვალიერებით, მეტი ვერაფერი დავათვალიერეთ. მეორე დღეს კი მიდიოდნენ ბერების კლდეზე, მაგრამ წამოსვლა ძაან დაგვიგვიანდებოდა და აღარ გავყევით. კვირას მივიღეთ გოგირდის ვანები და 4 საათზე წამოვედით. უკანა მოკლე გზით წამოვედით (მოლითი - სურამი). გზა იყო საშინელი, უფრო ცუდი ვიდრე ხარაგაულიდან, მანქანამ ძალიან მასიამოვნა, უპრობლემოდ გავიარეთ მთელი გზა. გასაკვირია, მაგრამ გზაში ვექტრა და მე-5 სერიის ბმვ-ც შემხვდა
მოკლედ ეს მნაკვეთი, მოლითიდან ცენტრალურ გზამდე (სურამი) იყო დაახლოებით 20 კმ. და ამ მონაკვეთსმოუნდით 2 საათი, რამოდენიმე მოკლე ხნიანი შესვენებით. თბილისში ვიყავით 8 საათზე და ჯამში გავლილი გვქონდა 370 (ესეც გაგარინზე დავაფიქსირე).
მანქანით წასვლა იქ ნამდვილად არ ღირს, იმიტომ რომ, სამოძრაო არ არის, ყველგან ფეხით უნდა იარო. ყველაზე კაი ვარიანტია მოლითამდე მატარებლით ჩასვლა და იქ დაგხვდებათ ვილისები (ტრანსპორტირება შედის საგზურის ღირებულებაში).
1 კაცი 2 გამით დაჯდა 85 ლარი, ამაში შედიოდა 3 ჯერადი კვებაც.
სურათებს ავტვირთავ საღამოს და დავდებ აქ.
მოკლედ, მაგარი ტური გამომივიდა რა.
ისე მანდ 1 კირით უნდა წახვიდე რა, თუ დასასვენებლად მიდიხარ და არა სამკურნალოდ.
* * *
აი სურათებიც







აი ოთახიც


ესეც ჩანჩქერი

დანარჩენი სურათები იხილეთ აქ
http://photofile.ru/users/davidik/2954152/