მოკლედ ფშაველადან გირევამდე ველოებით ვიარეთ 6 კაცმა
მოვუნდით 3 დღე
I ღამე ომალომდე არ მისული რეინჯერებთან გავათიეთ
გასვლა დაგვიგვიანდა თბილისიდან და მაგიტომ
აბანოს უღელტეხილის ბოლოში ნისლი იყო 2 მეტრში არაფერი ჩანდა
დაგვიღამდა და ფანრებით სიცივეში და წვიმაში რეინჯერებამდე მივაღწიეთ როგორღაც

მერე ჩAვედით დართლომდე.. უმაგრესი გზაა,ულამაზესი სოფელი და ძAლიან კარგი საკარვე ადგილები
ეგ იყო ყველაზე კარგი დღე.. II ღამე დართლოში დავრჩით
მერე ვიარეთ გირევამდე ზოგი ფეხით ზოგი ველოთი
და სასაზღვრო პუნქტიდან დაიწყო ჩვენი წამება

იქ გავჩერდით ცოტახანი,ჯიგარი ხალხია მაგარი..
ფრემბურთს თამაშობდნენ

და ბაჭიები ყავთ მოშენებული მრავლად

მერე დავიძარით და იქიდან არც დამჯდარვართ ველოებზე,ისეთი გზები იყო რომ რავი.. მთასვლელი მეგონა თAვი

ველოს მიათრევ და მერე შენ თAვს.. მოკლედ მანდ ვიფორთხიალეთ და დაგვაღამდა შუა გზაში.. საცხენოსნო ბილიკია მანდ და მიკვირს ცხენები როგორ დადიან იქ

მოკლედ დავბბანაკდით სადღაც ტრა#ში

წვიმდა,ციოდა რავი .. კარავი ძლივს გავშალე ქვიანი ადგილი იყო და დაღმართი,ვერც ვჭამეთ წესიერად ისე დავიძინეთ.. მოკლედ მაინც ჩამეძინა:| მეორე დღეს დაიშAლა ჯგუფი.. 2 კაცი გაბრუნდა ბარგის გამო,აზრი არ ქონდა,ძალიან მძიმე ქონდატ და ვეღარ გააგრძლებდნენ გზას.. 4 კაცი კი გავუყევით გზას აწუნთისკენ... დამტანჯველი და დამქანცველი გზა.. წელამდე მდინარეშიც მოგვიწია უთოკოთ გადასვლა და რავიცი...
ვსო დავიღალე დანარჩენს მერე მოვყვები