გთავაზობთ ლაშქრობას ფშავ-ხევსურეთში - 55 ლარი
https://www.facebook.com/LuckyWay.Geმარშრუტი: თბილისი - ჩარგალი - შატილი - მუცო - თბილისი
შეკრების ადგილი: სპორტის სასახლე
გასვლის თარიღი: 7 სექტემბერი, შაბათი.
შეკრების დრო: 06:00 სთ
გასვლის დრო: 06:20 სთ.
დაბრუნება თბილისში: 8 სექტემბერი, კვირა – 23:00 სთ
ფასი: 55 ლარი
კვება: არ შედის
ტურის მომსახურებაში შედის:
• ტრანსპორტი
• განთავსება კარვებში (საძილე ტომრები)
• ფოტოს გადაღება
• მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
1-ლი დღე: თბილისი - ჩარგალი - შატილი
გასვლა სპორტის სასახლიდან 06:20-ზე ფშავის მიმართულებით. ჟინვალის წყალსაცავის გავლით ჩასვლა ჩარგალში. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მონახულება. სადაც დაცულია პოეტის ცხოვრების და მოღვაწეობის 2000-ზე მეტი მემორიალური ნივთი.
შემდეგ გავემგზავრებით ხევსურეთში. სოფელ კორშაში დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილის (2686 მ.) გავლით გადავალთ პირიქითა ხევსურეთში, სადაც დავათვალიერებთ ლებაისკარის ციხეს და კისტანის კოშკებს.
დავბანაკდებით შატილში, კარვებში.
მე-2 დღე: შატილი - მუცო - თბილისი
დილიდან დავათვალიერებთ შატილის ციხე–ქალაქს (1400 მ.) (შუა საუკუნეები). კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც.
შატილი აკონტროლებს ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, თუშეთიდან (ნაწილობრივ დაღესტნიდანაც) საქართველოში შემოსაღწევ ბილიკებს და გადმოსასვლელებს. იგი ერთადერთი სოფელია ხევსურეთში, სადაც აქამდე შემორჩა სოფლის საერთო თავშეყრის ადგილი – საფიხვნო.
შემდეგ მოვინახულებთ ანატორის აკლდამებს. სოფელ ანატორის მოსახლეობა XVIII საუკუნეში უცნობი ინფექციით ამოწყდა, აქაურად „ჟამი" მოედო სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორლები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და იქ ელოდნენ სიკვდილს. ეს აკლდამური დაკრძალვის წესი შატილში გვიანობამდე (XX ს-მდე) შემორჩა
შემდეგ ვესტუმრებით მუცოს ციხე–სოფელს (1880 მ.). სოფელში დღეისათვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამოდენიმე საცხოვრებელის ნანგრევებია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.
შებინდებისას გამომგზავრება თბილისის მიმართულებით.
დაგვიკავშირდით:
Tel: 555 470706 ; 790 516126
E-Mail: w_lucky@yahoo.com