აქ არ ვიცი დავპოსტე თუ არა, მარა გავმეორდები, არაუშავს.
ე.ი. მარცხნიდან მარჯვნივ: აჭარაში მიბოდიალია, ბთუმშიც, სარფის გზაზე კარავში მძინებია, მწვანე კონცხი და მსგავსი წვრილმანები.
შაორზე რამდენიმე დღე გავატარე კარავში, იქვე ნირორწმინდაც მოვინახულეთ.
ზემო რაჭაში ვარ ნამყოფი, ზნაკვაში.
სამეგრელოში მარტვილის რაიონში დადიანების სამოთხესთან ვიბოდიალე ერთიორი დღე.
ხევსურეთში შატილი და მუცო ვნახე.
ნუ მერე აბასთუმანშიც ვიყავი,
ვარძიაც ვნახე.
უფლისციხეც და ატენის სიონიც.
კახეთში- შუამთა, ალავერდი, ბოდბე, სიღნაღი, გრემი, ნინოწმინდა, ყვარელი, წინანდალი.
კიდე... დედოფლისწყაროს რაიონში საზღვართან ვიბოდიალე.
მთიულეთში ლომისაზე, კიდე ხადას ხეობაში.
შიდა ქართლში ბევრი ეკლესია ვნახე, სახელები არ ვიცი არ მახსოვს.
ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ვარ ნამყოფი.
ნუნისი
რკონი
ლაგოდეხის გურგენიანის ჩანჩქერი
ბირთვისები, დედაციხე და მეორე ჯერზე კანიონში თოკებით (ყველაზე მაგარი ლაშქრობა)
თბილისის გარშემო რაც რამე საბოდიალოა ყველგან ვარ მგონი ნამყოფი
აუცილებლად უნდა ვნახო-თუშეთი, სვანეთი, და მაღალმთიანი აჭარა.
ეჰ... ჯერ ძალიან ცოტა მაქვს ნანახი
This post has been edited by პერწკლი on 20 Dec 2010, 03:22