isida8ესეიგი მარშუტკა გადის ნავთლუღიდან . ცაჰყვები თეთრიწყარომდე ფასი 3 ლარი.

აი რუკა, აქ წითლად არის დახაზული სად უნდა წახვიდე თეთრიწყაროში რომ ჩახვალ მერე

ნუ ეს 2 დღიანი ტურია რა დახაზული და თუ მოგეწონება შეგიძლია წახვიდე 2 დღიანზეც მაგრამ ეხლა მემგონი აღარ ღირს 2 დღიანი

თეთრიწყაროს ცენტრიდან შეგიძლია ტაქსი აიყვანო და ისე ჩახვიდე სოფელ სამშვილდეში. დაგიჯდებათ ეგ 10 ლარი, ან ფეხით ჩაისეირნო. მანძილი თეთრიწყაროდან სამშვილდემდე 5 კილომეტრია.
სოფელში მიგასწავლიან ციხემდე გზას. იქ მოგიწევთ ხიდზე გადასვლა, რომელსაც მოაჯირე არ გააჩნია, შემდეგ აღმართები იწყება. რომ აივლით ამ აღმართებს, ყურადღებით იყავი, მარცხენა მხარეს ჭიშკარი იქნება და იქ უნდა შეხვიდეთ. ეს არის ქალაქ სამშვილდეს შესასვლელი, მისი მთავარი ქუჩა. შიგნით რომ შეხვალთ, მთვარ ქუჩაზე მარჯნივ იხილავთ ორ თუ სამ ეკლესიას. შემდეგ ციხეს მიადგები და სულ ბოლოს არის სამშვილდის სიონი. მაგ ეკლესიის მარჯნივ, ანუ ხრამში, თუ ოდნავ ჩახვალთ, დაინახავთ გამოქვაბულებს, მარა დიდი არაფერია ეგ გამოქვაბულები. წყალი ამ ტერიტორიაზე არ არის. ამიტომ სოფელშივე მოიმარაგეთ.
რომ გამოხვალთ ციხიდან, გააგრძელეთ გზა პირდაპირ, ანუ დასავლეთით, ეცადე ხრამის პირას იარო (ანუ გეჭიროს მარცხენა მხარე), არ დაშორდე მას. გზა მიდის სამანქანე გრუნტის. ბოლოს მოუხვევს და თითქოს ხრამისკენ იზამს პირს. აქ როგორც მახსოვს მილიდან გაყვანილი წყარო უნდა შეგხვდეთ. მოკლედ უნდა მონახოთ აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა, რუკაზე ნაჩვენებია ჯვარი. იქ უნდა მიხვიდეთ. ამ მონასტრიდან, ძალიან მაგარი ხედია! კარგად ჩანს მდინარე ხრამის კანიონი.
დაბრუნდებით ისევ იმ გზით სამშვილდესკენ. თუ გინდათ თადარიგი დაიჭირეთ და ჩაიწერეთ ტაქსისტების ნომრები თეთრიწყაროში, რო მოგაკითხონ სამშვილდეში. როგორც გინდათ. მარა იცოდეთ ბოლო მარშუტკა თეთრიწყაროდან მგონი 5:30–ზე გადის და შეიძლება ადგილები არ იყოს.
This post has been edited by Z@G@NTi on 13 Jan 2011, 22:50