ჩამოთვლით მართლა ვერ ჩამოვთვლი, გადატკეპნილი მაქვს.
მარა ბოლოს ძაან სახალისო იყო, ბორჯომში გვინდა ბორჯომში გვინდაო, ავტყდით, ცხელი გოგირდის წყლის აუზებიაო, ბუნებრივიო. ავტოსტოპით წავედით. მივედით მშვენივრად, ბორჯომში ხინკალი ვჭამეთ, რაც ვერ ვჭამეთ წავიღეთ სუფრა ჩანთით.
მივედით, კარვები გავშალეთ. ციოდა, წვიმდა და არაყი არაყიო, გაიძახოდა ერთი გამოცდილი

არაყიო და ჩაგვიტყვრა თვალსა და ხელს შუა, მიითიშა. ადგილიდან ვერ დავძარით და რაღას ვიზამდით, მივუნთეთ ცეცხლი გვერდზე,

. უცბად მეორე მეგობარმა ჩანთიდან გაპუტული მწყერები ამოიღო. გავგიჟდით. ავატკაცუნეთ მწყერები, ხინკლები, სამეფო სუფრა გვქონდა. სამეფო აბაზანაც მივიღეთ. იმ აუზების წყალი ნელ-თბილი იყო, მარა სიცივეში მშვენივრად მოგვიხდა. ვიკისკისეთ, გვეყო და შევედით, დავიძინეთ.
დდააა, დილის 5 საატზე გვაღვიძებს ჟრიამული. მეთქი ვსო, მოდიან მეთქი მცხეთასთან არიან უკვე ალბათ.

ცალი თვალი გავყე კარვიდან და აი 15 ნახევრად შიშველი კაცი სალტოებს აკეთებდა აუზში.

ამოვიდოდა ერთი, ავიდოდა პატარა გორაკზე იქვე, დაეშვებოდა და დგაცააანნნ. ოოპპ აყვა მეორე, ოოპპ მესამე.

ადგილობრივების დილის რიტუალს შევესწარით მშვენივრად.
დიდი სირთულის პახოდი არ ყოფილა, ჭამხოდი უფრო იყო, მარა ამდენი არ ტობას შემდეგ არ მიცინია.