ტაშკენტის ქუჩაზე მიხვალ სასაზღვრო პოლიციაში, დაწერ განცხადებას რომ მიდიხარ თრუსოს ხეობაში ამა და ამ მარშრუტზე, დაურთავ ამობეჭდილ რუკას, სადაც ეს მარშრუტია მოხაზული და დაურთავ იმ ხალხის პირადობის მოწმობების ასლებს, ვინც მიდიხართ.
ერთი-ორი კვირით ადრე მიდი, მაგარი უსაქმურები არიან.
2 დღით ადრე მივიტანე და მომსახურე ქალბატონს რო ჩავაბარე საბუთები, ხვალისთვის გვინდა საშვები მეთქი და წუწუნი დაიწყო, წესით ერთი კვირით ადრე უნდა შემოგეტანა განცხადებაო.
მეთქი რად უნდა 1 კვირა, უნდა აკრიფო ვორდში სტანდარტული ტექსტი, მიაწერო ჩვენი სახელები და პირადი ნომრები და ბეჭედი და სახმელეთო სასაზღვრო პოლიციის უფროსის ფაქსიმელია დაარტყა მეთქი.
მაგრამ არაო, დრო უნდაო... მაგრამ შევეცდები რამე გიშველოო, ვალი დამადო

ისიც კი ვიფიქრე ქრთამზე ხო არ მიმანიშნებს დაჩქარების პონტში მეთქი

კაი, შეეცადეთ და იმედია მოესწრება ხვალამდე მეთქი და რო გამოვედი დავარეკინე სასაზღვროს უფროსთან ჩვენი ლაშქრობის ერთ-ერთ მონაწილეს (რა თანამდებობაზე მუშაობდა არ დავასახელებ) და 1 საათში მირეკავს ეს ქალი, გამზადდა საშვები და მობრძანდითო

ჩემი მეგობრები მოდიოდნენ კიდე თრუსოში, იმათაც შეტანილი ქონდათ განცხადება და იმათაც იქნებ მოუსწროთ მეთქი და რა პრობლემააო

ძაან ზარმაცები არიან

თუ შენც ტვინი გაგიბურღეს, წადი უსაშვოდ.
არავინ შეგხვდება და შეგიმოწმებს, არაა ოფიციალური სასაზღვრო ზონა, ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება თრუსო და რომც გადახვიდე იქით, ვერავინ ვერაფერს გეტყვის.
საქართველოში მოძრაობ, რო გაგიტრაკონ, მაშინ უნდა აღიარონ რომ საზღვარია.
მაგრამ წესია რო საშვი უნდა აიღო და მაგიტო შეგაქვს განცხადება მაინც, უსაფრთხოებისთვის.
თუ ვერ/არ მოგისწრეს, მაინც წადით.
შენ რაც საჭიროა გააკეთე - ინფორმაცია შეიტანე და როგორც ვთქვი საშვები არც გჭირდება ფიზიკურად არსად.
არც მესაზღვრე შეგხვდება და არც პოლიციელი.
This post has been edited by Frankens†ein on 7 Sep 2017, 10:30
Mens sana in corpore sano...