Otka5 ძმაკაცი წავედით, 1 "წაუალპინისტებს" და გიდის ფუნქციებს ითავსებდა..
გერგეთამდე ავედით მანქანით და სადღაც 8-ზე წავედით გერგეთიდან მეტეომდე..
გერგეთის მყინვარზე ნისლი იყო, გზა აგვებნა და სადღაც 8 საათი დაგვჭირდა მეტეომდე..
იმ ღამეს იქ დავრჩით, შენობაში გაგვათევინეს, ძაან ჯიგრები არიან..
მეორე დღეს მთელი დღე კარავში ვეგდეთ, მე ავედი 3900-ზე პატარა ეკლესიაა და გავივარჯიშესავით..
მესამე დღეს ღამის 2-საათზე დავიძარით და დილის 10-ზე უკვე მყინვარზე ვიყავი.. იდეაში უფრო სწრაფადაც შეიძლება მარა მკვდარი კამანდა ვიყავით და დიდი ხანი მოვუნდით.. 6-7 საათში უნდა ახვიდე თუ ხოდზე ხარ.. მაგრად ვინც დადის 4 საათში ადიან..
ჩემმა GPS-მა 10.3კმ დაწერა მარა გიდებმა თქვეს ადრე გვაქვს გაზომილი და 7კმ-ია მეტეოდანო..
ბოლო 2 აღმართი არის მურტალი, "პერემიჩკამდე" და პერემიჩკი-დან წვერამდე.. ალბათ 30-40%-იანი იქნება.. ჯამში კილომეტრზე ნაკლებია მარა თან მაღლაა უკვე, თან დაღლილი ხარ და მოკლედ ყველაზე რთული მონაკვეთი ბოლოშია..
ჩვენ უთოკოდ ავედით, იმიტომ რომ თოკი ვისაც ქონდა ის ჩამორჩა და საერთოდ ვერ ამოვიდა, მარა ისე წრიაპის და თოკის გარეშე არ აისვლება..
უკანა გზაზე დაგვჭირდა 4 საათი..
მეტეოდან გერგეთამდეც სადღაც იგივე დრო..
სხვა რამე თუ გინდა მომწერე