ესენი?
გირშელმა ხმალი აიღო და შეუვარდა ბუჩქნარში ნადირს.
მცირე ხანს მისდევდა ღიჭიანში ლანდს, მერმე ფოსფორული ნათელის ელვა შენიშნა, შეუტია ხმლით, ისევ დადუმდა ტყე. ხელცარიელი გამობრუნდა და მიუჯდა ჩანაცრულ ცეცხლს.
\\\"რა მოგელანდა, გირშელ?\\\"
ეკითხება გლახუნა.
\\\"ავაზა იყო ვგონებ, ხვადები იბრძოდნენ ბნელში\\\".
პიპა და გაბოც გამოფხიზლდნენ ავაზის ხსენებაზე. მიაყურეს, ახლა ხევში ისმოდა ჩხავილი, ისეთი, როგორიც ამძუვნებულ კატებს სჩვევიათ ხოლმე.
\\\"უსასტიკესი მხეცია ავაზა, - დაიწყო გირშელმა, - ხომ ყოველ ნადირს ეშინია ადამიანისა, როცა ეგვიპტიდან გამოვიქეცი, ვეფხი შეგვეფეთა ოაზისებში, არაბთა სოფელს შესჩვეოდა ერთს, შვიდმა იბერიელმა სამი ვეფხი მოვინადირეთ ერთ კვირას, ლომი რომ ლომია, იგიც არ შეუტევს უმიზეზოდ კაცს.
ავაზა მოსახლეობას თავს ესხმის ეგვიპტეში, განა თუ ღამით, დღისით, მზისით, გაიტაცებს ბალღებს და ძროხებს. ერთი ვიროსანი მოლაჰ დაჰგლიჯა ჰალებში\\\".
\\\"ავაზა, ფხოვში?...\\\"
იკითხა გაბომ.
\\\"სწორედ ამ ჩალისფერ კლდეებს ირჩევს თავის სამყოფლოდ ავაზა, სწორედ ისეთ ქარაფებს, ტაფობის გვერდით
რომ ვნახეთ წეღან, დალეწილ კლდეებში დაიდებს ბუნაგს, თუ ბოკვერები ჰყავს აქ სადმე მახლობლად, გამოვეთხოვოთ ჩვენს ცხენებს ამაღამ.\\\"
\\\"როგორ, განა ცხენებსაც შეჰბედავს ავაზა?\\\"
იკითხა პიპამ.
\\\"ცხენებსაო? სპილოებს ახტებიან ხანდახან ქედზე. განსაკუთრებით ძუ ავაზაა საშიში, ცხოველთა შორის ძუ ავაზაა უმამაცესი\\\".
............
არსაკიძეს გადასცა თავისი მიმინო მეფემ, მიეახლა ინგილოს და ეკითხება:
\\\"როგორ დაიჭირე, ძია კაცო, ეს ავაზები?\\\"
\\\"ორმოს ამოვთხრით ხოლმე, მეფევ ბატონო, უკაცრიელ მთებში, წვრილი წნელებით გადავხურავთ მას, ძაღლის ლეკვს ყურში გავუყრით ანკესს, გრძელ საბელს მივაბამთ ზედ. ეს საბელი მონადირეს უჭირავს ხელში, უშიშარ სახუნდარში ჩასაფრულს მახლობლად.
ზის მთელი ღამე ეს ლეკვი ორმოს თავზე, მეფევ ბატონო, სველი მჩვრებით პირახვეული მონადირე სახუნდარიდან უთვალთვალებს.
ხანგამოშვებით გამოსწევს საბელს, ანკესი ააყვირებს ლეკვს, ძაღლის ხორცი ძლიერ უყვარს ავაზას. სუნს აიღებს, ხმას შეიცნობს, მიწაზე გალურსული მიეპარება, ერთბაშად კამარას გააკეთებს ჰაერში, ისკუპებს, ზედ დააცხრება ლეკვს.
წნელები ვერ შეიმაგრებს მხეცს და ორმოში ამოჰყოფს იგი თავს\\\".
\\\"მერმე?\\\"
ეკითხება მოუთმენლად გიორგი.
\\\"მერმე შევკოჭავთ, წავიყვანთ, თვალს ავუხვევთ, ვცემთ და ვაშიმშილებთ, ისევ ვაშიმშილებთ, ისევ ვცემთ\\\".
\\\"ეგვიპტეში მახეებით იჭერენ ავაზას\\\".
მაგრამ ავაზა და ჯიქი (ლეოპარდი სხვადასხვააა ნუ თუ ავაზაში ჯიქს არ გულისხმობდა კოწია

)
ავაზა, გეპარდი (Acinonyx jubatus), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის, ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა და უდაბნოებში. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზე სანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეების საქართველოშიც.
ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ.