ვაშლოვანი
საფეხმავლო
ტურისტული მარშრუტი ,,დათვის ხევი”
მარშრუტი იწყება ვაშლოვანის ნაკრძალში ჩამავალი პანტიშარის ხევის ერთ-ერთ განშტოება - დათვისხევთან, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ეს ტერიტორია უხსოვარ დროში ზღვის ფსკერი ყოფილა. ამის დასტურია ქვიშაქვიანი ალესილები, რომლებიც დედამიწის განვითარების ისტორიას უამბობენ მნახველებს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს გაშიშვლებულ ქანებზე, დალექილ ფენებში ზღვის მოლუსკების უნაკლოდ შემონახულ ქიტინებს. დათვის ხევში ვიზიტორს შეუძლია ნახოს სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვლის ნაშთი, რომელიც ნახევარი მილიონი წლის წინანდელი გიგანტი ძუძუმწოვრის ზომებზე მეტყველებს. აქვე შეიძლება შეხვდეთ დათვის, მგლის, გარეული ღორის, ლელიანის კატისა და ფოცხვერის ნაკვალევს. ქვეწარმავლებით დაინტერესებულ ვიზიტორებს ზაფხულში ხეობაში შეუძლიათ იხილონ: კავკასიური ჯოჯო, ხმელთაშუა ზღვის კუ, მარდი ფსვენი, ხვლიკი და თუ ბედმა გაგიღიმათ შეიძლება გველის რომელიმე სახეობის ნახვაც მოახერხოთ. პანტიშარის ხევისა და დათვის ხევის შეერთების ადგილზე მოწყობილია ავტოსადგომი და საპიკნიკე ადგილი.
მარშრუტის ხანგრძლივობა - დღენახევრი.
საველე საკვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე თავად ვიზიტორი ზრუნავს. საფეხმავლო მარშრუტის სიგრძე 3 კმ-ია. შესასვლელ გადასახადს ვიზიტორი იხდის ქალაქ დედოფლისწყაროში ნაკრძალისა და ეროვნული პარკის ოფისში, გამგეობის შენობის პირველ სართულზე.
შესასვლელი გადასახადი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი, 7 წლამდე უფასოა, 16 წლამდე - 5 ლარი.
ღამისთევის გადასახადი ოჯახურ სასტუმროში - 30 ლარი.
სასურველია უხეში ქსოვილის საველე შარვლის ჩაცმა და მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარება.
აკრძალულია:
* ნებისმიერი ცხოველის (შინაურის ან გარეულის) თანხლებით მარშრუტზე გასვლა.
* ცეცხლსასროლი ან ნებისმიერი ტიპის იარაღის თანხლება.
* მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალის აღება.
* ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნება, ან რაიმე ზიანის მიყენება.
* ხეებზე ასვლა, კლდეებზე აძრომა ან გამოქვაბულში შესვლა. მდინარის პირზე, კლდის ქიმზე ან ხევისპირზე 0,5 მ მანძილზე ახლოს დგომა.
* შეზღუდული თვალთახედვის პირობებში (ნისლი, ბუჩქნარი, მაღალი ბალახები) სწრაფი გადაადგილება. ყვირილი, ხმაური.
* ცეცხლის დანთება (ნებადართული ადგილის გარდა).
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე
ქ. დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა 44.
საკონტაქტო პირი ვაჟა ჩერქეზიშვილი, ტელ.: 899 53 65 44.
ტურისტული მარშრუტი ,,არწივის ხეობა”
Copyright Temo Tavadze NGO Artcivis Xeobaმარშრუტი იწყება არწივის ხეობის შესასვლელთან არსებული საინფორმაციო ცენტრიდან, სადაც ვიზიტორს საშუალება ეძლევამიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ბუნების ძეგლის - ,,არწივის ხეობის” შესახებ. საინფორმაციო ცენტრიდან საფეხმავლო ბილიკი მიემართება კირქვიანი კლდეების გასწვრივ და მიდის კლდის ძირებთან, სადაც შესაძლებელია იშვიათი ენდემური მცენარის, კახეთის მაჩიტას ნახვა. მნახველი განცვიფრებაში მოჰყავს კირქვიან კლდეებზე ყოველგვარი ნიადაგის გარეშე ამოსულ მწვანედ მოხასხასე თეთრ ყვავილს, რომელსაც სასიცოცხლოდ ასეთი მკაცრი გარემო აურჩევია. შემდეგ ბილიკი მიემართება ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებულ გადასახედებზე, საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების თვალიერება საოცარ განცდას იწვევს მნახველში. ამ დიდრონი ფრინველების გარდა აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ 9 სახეობის მტაცებელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. მათ შორის აღსანიშნავია გველიჭამია არწივი და ფასკუნჯი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ზაფხულობით მოფრინავენ მართვეების გამოსაზრდელად. მტაცებლების გარდა არწივის ხეობაში სხვა გამორჩეული სილამაზის მქონე ფრინველების ხილვაცაა შესაძლებელი. მათ შორის განსაკუთრებულად საინტერესოა კოლხური ხოხობი და შავი ყარყატი. თუ ბედმა გაგიღიმათ, ხოხბის ნახვა გადასახედების ირგვლივ მდებარე ძეძვნარებში შეიძლება, ხოლო შავი ყარყატის მონახულების მსურველებმა კლდოვანი ქიმების წვერისა და ქვაბულებისკენ უნდა მიმართონ ჭოგრიტები და ბინოკლები. ამ აღჭურვილობის გარეშე არწივის ხეობაში მოსული ვიზიტორი ბევრ საინტერესო მოვლენას გაუშვებს ხელიდან.
ვიზიტორებს უკან მოსაბრუნებელი ბილიკი კირქვიანი ქვებით მოფენილ მწვანედ მოხასხასე მდელოზე მოწყობილ საპიკნიკესთან გამოიყვანს, საიდანაც კარგ ამინდში ალაზნის ველი და კავკასიონის დიდი ქედები ხელისგულივით მოჩანს. სხვა ადგილებისაგან განსხვავებით აქ შეიძლება ცეცხლის დანთება და საჭმლის მომზადება.
მარშრუტის ხანგრძლივობა – 4-5 საათი.
საველე საკვებით უზრუნველყოფა თავად ვიზიტორთა მოსაგვარებელია. მარშრუტის სრული სიგრძე 1.5 კმ-ს შეადგენს. შესასვლელ გადასახადს ვიზიტორი იხდის ქალაქ დედოფლისწყაროს ნაკრძალისა და ეროვნული პარკის ოფისში, გამგეობის შენობის პირველ სართულზე.
შესასვლელი გადასახადი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი, 7 წლამდე უფასოა, 16 წლამდე - 5 ლარი.
ღამისთევის გადასახადი ოჯახურ სასტუმროში - 30 ლარი.
სასურველია საველე უხეში ქსოვილის ან სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა. სპორტული ფეხსაცმლის ან ჩექმების ტარება.
აკრძალულია:
ფრიალო კლდის კიდეებთან 1.5 მეტრზე ახლოს მისვლა.
ნებისმიერი ცხოველის (შინაურის ან გარეულის) თანხლებით მარშრუტზე გასვლა.
ცეცხლსასროლი ან ნებისმიერი სხვა ტიპის იარაღის თანხლება.
მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან სხვა ბუნებრივი მასალის აღება.
დავაზუსტებ და რაღაც მარშრუტების ხანგძლივობა და რამე არ მომწონს კარგად ბორჯომ ხარაგაულში უფრო უკეთაა ეს საკითხი მგონი მოგვარებული
გადახედეთ რა თქვენც
* * *
ტახტი ტეფა


