anashugiorgitab
ვსო მე დავწრმუნდი, რომ ამ განყოფილებასაც შეუძლია თავის მობმა !
ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა )
მართლა ძალიან ვისიამოვნე გუშინდელი დღით ) ( თუ არ ჩავთვლით soso_j-ს

)
თავიდან ადრე მივედი სადღაც 7.20 იყო...დავჯექი ლუდი შევუკვეთე...თან მობილურში ვმაიმუნობდი რაღაცეებს...
10 წუთში მირეკავს სოსო და და მეუბნება "ათ წუთში მანდ ვარ შეჩემა" ნუ გავიდა ეს 10წუთი..მეთქი მოვა ეხლა ...ლუდიც დავლიე ამასობაში და მეორე შევუკვეთე , თან ორი მეთქი მოვა ეხლა ესეც თქო...ოფიციანტი ერთობ გაკვირვებული მიყურებდა..
სადღაც 10წუთი ეკლდა დარეკა ანიმ ...მერე გიორგიმ...სოსო ისევ არ ჩანს...და ნუ გავალ დავხვდები თქო ხალხს და რო გამოვედი სამივე ერთ დროს გაიჩითეთ ))
მივედით დავსხედიტ ვსაუბრობდით ადამიანურად მაგრამ ეს სოსოჯუ არ ისვენებდა რა...რააზეც გაბრაზებულმა და ვურეკე მის ძმას და ვთხოვე რამენაირად წაეღვანა

ჯუს ძმამ არ იუარა და მოგვარიდა სოსო ჯუ

მადლობა მას...შემდგეომ nick_el_son-ის მოსვლა ფრიად სასიხარულო იყო მაგრამ ბუნების დაცვის სამინისტრო რა შუაში იყო მაინც ვერ გავიგე

შემდეგ კი დაიწყო ყველაზე სახალისო ანას წასვლამ ერთობ გული დაგვწყვიტა და გადავწყვიტეტ დარდი არაყში ჩაგვეხრჩო...შევუკვეთეთ ერთი ბოთლი რაც ეგრევე მოიტანეს , ჩაისგან განსხვავებით...რამოდენიმე ჭიქის მერე 'გვიყვარდა უკვე ერთმანეთი" (არა ცუდად არ გამიგოთ ისედაც გვიყვარდა რა ტქმა უნდა ..უბრალოდ ...ნუ ხომ ხვდებით არა :მთვრალი გურჯი: )
და ვინ იცის კიდევ რამდენ ბოთლს შევუკვეთავდით, რომ არა ოფიციანტის მომღიმარე სახით ნასროლი ფრაზა "უკაცრავად მაგრამ ჩვენ ვიკეტებით უკვე" ერთობ გულდაწყვეტილები მაგრამ გულის სიღრმეში გახარებულები, რომ ხვალ სამსახურში მშვიდობიანად მივალთ დავსტოვეთ "თაღლაურა" და გავუდექით სახლსა შინა...აი მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ტახისტების მრავალფეროვნებით...გავაჩერეთ ტაქსი და სვანეთის უბანის გავლით მუხიანში მგზავრობა 15ლარად შეგვიფასა რაზეც ჩვენ აღშფოთება ვერ დავმალეთ და მივუგეთ რომ 15ლარად მუხიანში კი არა ზესტაფონში გავალთ...შემდეგი ტაქსისთი კი ფრაზით "რამდენსაც მომცემთ აბა გარეთ ხომ არ დაგტოვებთ შვილო" გაგვიძღვა წინ, იკისრა ჩვენი დამბინავებელის როლი ...
გიორგის გაცილების შემდეგ მე და ტაქსისტს მოგვინდა სიგარეტი, რომელიც არ გვქონდა არცერთს და ლოგიკურად გადავწყვიტეთ გვეყიდა...გავაჩერეთ ერთ ჯიხურთან...აი იმენა გამყიდველი ბებო სავარაუდოთ სახელად ციცო 20წუთი ეძებდა სიგარეტს ერთ პატარა ჯიხურში ...თითქოს წმინდა გრაალს ეძებდა ისე გაუხანგრძლივდა ძებნა...ნუ იტოგში იპოვა და ერთი შეხედვით მშვიდობიანად მივაღრიე სახლამდე...ტაქსიდან გადმისვლისთანავე პადიეზდთან პატარა მაგიდაზე შევნიშნე ჩემი სამი მეზობელი..,გელა პროფესიიტ უსაქმური...დათო ძველი დისანტნიკი, ავღანეთში და აბხაზეთში ნაომარი, რომელიც თავის ომის მოგონებებს ყოველდღე როგორც DDT-s სიმღერაშია "топит в вине" და მესამე წარმოშვებით სომეხი გაზრდილი ჰავლაბარში არტაკა პაპა, რომელსაც სომხეთიდან გუშინ კონიაკი "არარატი" ჩამოუვიდა და რომლის დეგუსტაციასაც ახდენდნენ ზემოტ ჩამოთვლილი პეოვნებები...რა თქმა უნდა შევეცადე ვყოფილიყავი უჩინმაჩინი და შეუმჩნევლად "под покровом ночи" შევმძვრალიყავი სადარბაზოში...მაგრამ არტაკა პაპას , მრავლის ნანახ და დაბერებულ თვალს რას გამოაპარებ... "ანდრო ჯააააან კუდა ტიიი ეეე, პადაიძი კანიაკომ უგაშუ დააააააა...ერევანსკი, ნასტაიაში, ვჩერა სუსანა პრესლალა, სლუში..ანდროჯან ეეეე..."
უარის ვერ ვუთხარი, მომერიდა..ჩემხელა შვილიშვილები ჰყავს...მივედი და ტრადიციული მისალმების შემდეგ არტაკა პაპამ თბილისის სადღეგრძელო შემოსძახა...ბევრი ისაუბრა რაღა დაგიმალოთ ...ტკბილად, სათნოდ მოიხსენიებდა ჩვენს დედაქალაქს ...ბოლოს ცრემლიც მოადგა...ძალიან სწყინს რომ ზოგიერთი შოვინისტი ზოგჯერ მიაძახებს ხოლმე, შენ რა თბილისზე მელაპარაკები სომეხი ხარო...არ ვარ მე სომეხი მე თბილისელი ვარო ასე გაიძახის ყოველთვის არტაკა პაპა და მართალიცაა...
ამ ყველაფერს მოჰყვა შეძახილები "შენ შემოგევლე" "აი ამიტომ მიყვარხარ რა არტაკა პაპა" და გელამ დაიწყო ანეგდოტების მოყოლა თბილისზე..ერთგვარი გამხიარულების მერე დესანტნიკმა დათომ დაიწყო მოყოლა თავისი ისტორიის რომელიც 34879573457234085349 ჯერ აქვს მოყოლილი და მე დიდი ბოდიშის მოხდით გავეცალე სუფრას და როგორც იქნა მივაღწიე ჩემს სავარძლამდე, უმალვე ჩავრთე კომპიუტერი , შემდგომ მედია პლეიერში ჩავაგდე Dire Straits-ის ფოლდერი და.......
ვიღვიძებ 7საათია, კრესლოში ვზივარ ...ნუ კიდე 2საათი მაქვს გავაგრძელე ძილი...ვიღვიძებ მეორე და უკვე 11ია....20წუთის ტავზე დავამარცხე ჩემი ტავი და როგორც იქნა ავწიე...დილის პროცედურის შემდეგ გავეშურე სამსახურს და ეგრევე შემოვედი აქ რომ მადლობა გადამახედა თქვენთვის...მადლობა თქვენ, მადლობა ღმერთს, მადლობა ჩემ პროდიუსერს, მადლობა მშობლებს, ჩემ საყვარელ არსებას ლიუსის "ლიუსი, შენს გაეშე არაფერი გამოვიდოდა, მიყვარხარ" მადლობა ჩემს მეგობრებს, ჩემს თაყვანისმცემლებს და ყველას ვინც გვერდში მედგა... ავ გათ ით !
ხო სულ ეს იყო... ჩვენი შეკრებიდან რაღაც კონტურები გამოიკვეთა, რაც უფრო გასამუქებელია და იმედი მაქვს ნომერ მეორე შეკრებასაც უახლოეს დროს მოვაბავთ თავს ...
არა - არა ცვეტში მაგრად გამიხარდა თქვენი გაცნობა ) კაი ხალხი ხართ

პ.ს.
anashu - სიცოცხლე, ჯანმრთელობა !
Liberté, égalité, fraternité...