ვ.ტ.სისაური
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 208969
რეგისტრ.: 16-October 15
|
#45975044 · 18 Oct 2015, 07:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
[QUOTE=lexa,17 Feb 2010, 03:19 ][QUOTE] ეხლა სისაურები ძირითადად ჭინჭარაულებად არიან [QUOTE] სისაურები სისაურებად ვართ ისევ... ჩვენი გვარიდან რამოდენიმე გვარი და განშტოებაა წარმოქმნილი. სისაურების გვარი ძველი გვარების რიცხვს მიეკუთვნება. ამ გვარის საფუძველზე ბევრი ახალი გვარი შეიქმნა. ძირად სისაურები დროითაც და მანძილითაც საკმაოდ დაშორდნენ ერთმანეთს და ზოგ შემთხვევაში მონათესავე გვარებს შორის ნათესაობის ხსოვნაც დაიკარგა. წინამდებარე წერილში შევეცდებით შეძლებისდაგვარად მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია სისაურების ვინაობის, გვარის სტრუქტურის და მათი თანამედროვე განსახლების არეალის შესახებ, აგრეთვე მცირე ცნობები ძირად სისაურების, ანუ სასისაუროში მოძმე გვარების შესახებ. სისაურების წინაპრები, გადმოცემის მიხედვით სოფელ ჭანთეთიდან მოსულან, სადაც ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ჩაუსახლებიათ. ეს სოფელი ქისტეთში ყოფილა, ბიძა-ძმისწული წამოსულან. ძმისწული პირიქითა ხევსურეთში არღუნისა და არდოტის წყლების შესაყართან დასახლებულა, სადაც ახლა ნასიფლარი ანატორია. ბიძა ბუდე ხევსურეთში გადმოსულა. ჯერ გუდელაში (ახლანდელი ბარისახო) დამდგარა, მერე ჭინჭარაულებისაგან შევიწროებული და გიგაურებთან ძმად შეფიცული ლიქოკის ხევში გადასახლებულა. ანატორელ და ლიქოკელ სისაურებს ეკუთვნოდათ ახლანდელი შატილის მთა და ბარი, სანამ გუდანელი ჭინჭარაულები გადავიდოდნენ არღუნის ხევში. ჭინჭარაულები ჯერ სოფელ კისტანში დასახლდნენ, მერე ანატორის სიახლოვეს ქაჩუს კლდეზე ააგეს ციხე-სახლები. სისაურები ანატორის ჯვარის დროშის ქვეშ მოგროვდნენ და რამდენჯერმე დაეცნენ ქაჩუს ციხეს, მაგრამ ჭინჭარაულებიც მაგრად უხვდებოდნენ. აღარ დასცალდათ სისაურებს ბრძოლის გაგრძელება. გაუწყრა ანატორის ჯვარი თავის საყმოს და ჟამი გაუჩინა. გადმოცემით მარტო ერთ დღეში სამოცი ხმლიანი შესულა ანატორის აკლდამებში. რახან ანატორელი სისაურები დათავდნენ, ჭინჭარაულები ქაჩუს კლდიდან ჩამოვიდნენ და შატილის შენება დაიწყეს. სისაურებიდან ერთი კაცი გადარჩენილიყო და თუშენში შეეფარებინა თავი. ჭინჭარაულებმა კარგად იცოდნენ, რომ იმ სისაურის შთამომავლები როდესმე მოიკითხავდნენ წინაპრების მამულს და ისევ სადაოდ გახდებოდა საქმე, ამიტომ შერიგება ირჩიეს, როცა შატილი მოშენდა, ჭინჭარაულებმა მონახეს თუშეთში სისაურების შთამომავლები. შატილში გამოიყვანეს, თავისი გვარის წევრებად მიიღეს და გვერდით დაასახლეს. ძველ სისაურებს ანატორელი ჭინჭარაულები დაერქვათ. ბოლო ხანებში ანატორელმა სისაურებმა შატილი დატოვეს, ნაწილი ქსნის ხეობაში გადავიდა და იქიდან მუხრანში ჩასახლდა. გადასახლებულებმა ძველი გვარი აღიდგინეს, ნაწილი თიანეთისაკენ გადასახლდა და იქაც სისაურებად დაეწერნენ. ამ გადასახლების მერე პირიქითა ხევსურეთში ანატორელი სისაურების შთამომავლები აღარავინ დარჩა . ახლა სისაურების მეორე შტის გამოვყვეთ ბუდე ხევსურეთში. მათ ლიქოკელი სისაურები ჰქვიათ. ლიქოკის ხევში სისაურები, კალის სოფელში მკვიდრი ბასხაჯაურები, კიმხელი მკვიდრი თაუგანი და თუშეთიდან გადმოსული ოჩიაურები „ხარ-ქვაბით“ შეიყარნენ. ამ ოთხი სხვადასხვა წარმოშობის გვარის შეყრით შეიქმნა ახალი ქართული გვარი ლიქოკელი . ლიქიკელის გვარი ოცზე მეტ მამიშვილობას ითვლის, ამათგან უმრავლესობა ძველი სისაურები არიან. ლიქოკელებს ძმობა ჰქონდათ წყალსიქითელ ხორნაულებთან. ხორნაულები სიმცირის გამო მრავალრიცხოვანი ლიქოკელების ხატს მიბარებიან. ლიქოკელებს მტრობა ჰქონდათ უძილაურთა თემის ფშაველებთან, მომიჯნავე აკუშოს ხევში გასაბატონებლად. ბოლოს ეს მტრობა, რომელიც ასწლეულების მანძილზე გრძელდებოდა, იმით დამთავრდა, რომ ლიქოკელები უძილაურებთანაც დაძმობილდნენ. ნიშნად დღესაც აკუშოელი ხუცესი გიორგი ლიქოკელი და უძილაურელი ხევისბერი იოსებ კოჭლიშვილი ყოველ ციხეგორობას დროშების გადაჯვარედინებით ხვდებიან ერთმანეთს ხატის კარზე. ლიქოკის ხევიდანაც მიდიოდნენ სისაურები სხვადასხვა დროში და სხვადასხვა მხარეში. ლიქოკის ხევის სოფელ აწედან წასულა სისაური მთიულეთში, სოფელ ჭიქათკარში და ჭიკაიძედ დაწერილა. შემდეგში ჭიკაიძეების ნაწილი ბოდავის ხევში ჩასახლდა და ბოდაველებად დაეწერა. ნაწილი თიანეთში წავიდა, ნაწილი საგურამოში დამკვიდრდა და ახლა ჭიკაშვილებად იწერებიან. მთიულეთში ხადას თემშიც მისულან სისაურები. ჯერ იმ ადგილას უცხოვრიათ, სადაც ახლა ქალაქეთის კოშკები დგას, მერე იქვე ახლოს სოფელ იუხოში გადასულან, აქაურ სისაურებს გამოეყვნენ ლაზაგაშვილი, ტოტიკაშვილი, გონჯილაშვილი, მოსიაშვილი, უშარაული, ხულუზური, აკუშელაშვილი, ჭილაშვილი და სამნიაშვილები, გოძიაშვილები, მსუქნიშვილები, რომლებიც ამჟამად ძირითადად კახეთში ცხოვრობენ ძველი საბუთებით ქვიცურები, რომლებიც ქალაქ ორჯონიკიძეში წასულან . ლიქოკიდან სისაურების ნაწილი ქსნის ხეობაშიც გადასულა. აქ ქსნის შენაკადზე, ჭურტის ხევში დორეულების გვარით უცხოვრიათ. ქსნის ხეობაში გადასახლებული ლიქოკელი სისაურების მეორე ნაწილი წითურაულებად დაწერილან. წითურაულების გვარმა ფონეტიკური ცვლილება განიცადა დროთა განმავლობაში. გაჩნდა გვარის ახალი ფორმები წითური და მწითური. მეჩვიდმეტე საუკუნეში შარახევში და თიანეთში ჩასახლებული ლიქოკელი სისაურები უფრო ბევრ გვარად დაიშალნენ: თურქიაშვილებად, სულხანიშვილებად, პატურაშვილებად და უშიკიშვილებად. თიანელი სისაური ბატონის მკვლელობისათვის იმერეთში გახიზნულა. მის შთამომავლებს იმერეთში სისვაძეები ჰქვიათ. როგორც დავინახეთ, სისაურების ბიძაშვილები და მოძმე გვარები მრავლად ყოფილან, რაც ამ გვარის სიძველეზე მეტყველებს. სისაურების სალოცავებია: თიანეთში სასისაურო სამძმათა სალოცავი, მთიულეთში ქალაქეთის სამხთო და ხევსურეთში ანატორის ჯვარი, ხმალა და კოპალა კარატის წევრისა . ეს ინფორმაცია გვარის სისაურების გვარის შესახებ მომზადებულია ალექსანდრე ნაზღაიძის მიერ, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მუდმივმოქმედი ექსპედიციის თანამშრომელი.
|