ხო არა, ნუ ის 3 კაციანი კარავი თავიდანვე გამოირიცხება

ფეხსაცმელი Columbia ახლაც მაცვია და რომ შეხედავ ისეთ ვიდზეა, გეგონება გუშინ იყიდაო (ხარისხიანი ფეხსაცმლის ნიმუშია რა)
თუმცაღა უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი რა უნდა ვიყიდო
* * *
დილით ნახევრად გაღვიძებულს მომესმა -
ვიღაცა ჩემ სახელს და გვარს ახსენებდა.
ხმა ეზოდან ამოდიოდა.
წამოვდექი და ფანჯრიდან გადავიხედე, პატრულის თანამშრომლები იყვნენ.
აინტერესებდათ თუ როდის გავიდოდი ქალაქიდან.
მითხრეს ზუგდიდის შემდეგ რაღაც ზონა (ვერ დავიმახსოვრე) იწყებაო და იქ უკვე ყურადღებას ვეღარ მოგაქცევთო.
სწორადაც უთქვიათ, უკვე აქედან თვით უშგულამდე ჩემით დაინტერესებული პოლიციელი აღარ მინახავს.
ვფიქრობ რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სიახლოვეს უკავშირდება ეს ამბავი.
ნუ მოკლედ არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდე.
ამ დღეს დაბა ჯვარამდე უნდა მივსულიყავი, გასავლელი მქონდა 30 კმ.
გზას შუა დღის 2 საათზე გავუდექი.
სანამ ქალაქს დავტოვებდი, იქვე ცენტრში დამირეკა რუსთავი2-ის კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ.
მთხოვა ინტერვიუს ჩაწერა, ოღონდ მხოლოდ ერთ საათში შევძლებ მოსვლასო და იქნებ დამელოდოო.
ბოდიშის მოხდით უარი ვუთხარი დალოდებაზე, რადგან ძალიან მიგვიანდებოდა, არ მინდოდა გზაში დამღამებოდა.
- ერთ საათში მხოლოდ 5 კილომეტრი მექნება გავლილი და მანქანით შეგიძლიათ დამეწიოთთქო.
კარგიო!

საჯვაროს გზაგასაყართან (პირდაპირ აფხაზეთი, მარჯვნივ წალენჯიხის რაიონი და შემდეგ სვანეთი)
ორი პიროვნება შევნიშნე, რომლებიც ნაყინს შეექცეოდნენ

მივუახლოვდი, ახლახანს გადაღებული ვიდეოს შემდეგ ფოტოაპარატის ზურგჩანთაში ჩადება ვთხოვე.
რათქმაუნდა დამეხმარა ის ერთ-ერთი, ამ დროს კი მეორემ ცნობისმოყვარეობით მკითხა სად მიდიხარო.
ეს თქვა თუ არა მაშინათვე მივხვდი რომ სვანები იყვნენ

მარცხნივ ზური ჩხეტიანი, მარჯვენა გოდერძი ჩხვიმიანი.

თან ჭუბერლები, ჩემი დედულეთი

საუბარი სვანურად გავაგრძელეთ, ერთმანეთი შევიცანით, თუ ვინ ვინ იყო !

დამშვიდობებისას კი სვანურად დამლოცეს და კეთილი მგზავრობა მისურვეს ისე რომ თან კეთილად ეღიმებოდათ ჩემ საქციელზე!
ფილმი მთიელი გინახავთ ალბათ, იქ რომ კონან მაკლაუდი იმუხტება ენერგიებით აი ასეთი ეფექტი ჰქონდა მათ დალოცვას სვანურ ენაზე!


გზა ამაღლებული განწყობით განვაგრძე.
ცოტა ხანში კი ეს ბიჭი წამომეწია და მანქანით მგზავრობა შემომთავაზა


შემდეგ გავიარე ერთი სოფელი, მერე მეორე და მივადექი ზედა ეწერის ქარსაცავებს
და იქვე მდებარე სვანურ დასახლებას

აქ კი ჩემი მეგობარი მამუკა გვარმიანი ცხოვრობს.
აი ნახეთ რა გამომეტყველება ჰქონდა როცა გაიგო თბილისადან უშგულამდე
ფეხით მგზავრობის ამბავი

(სუფთა და უღალატო ტიპია)
მისი გაკვირვება ვცადე გადმომეტანა ელექტრონულ პიქსელებზე


აქ ემოცია ცოტა დამცხრალია


მასთან სახლში 20 წუთი შევისვენე და ისევ განვაგრძე გზა ჯვარისკენ.
სოფელ ჩხორიას ბირჟა
დაკითხვის პროცედურების შემდეგ

* * *
ლია (ეს უკვე წალენჯიხის რაიონია)
ბავშობიდანვე მიყვარდა ეს სოფელი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარდა


ეს კი ამ სოფლის მკვიდრი,
კილომეტრაჟის თაობაზე მომაწოდა ინფორმაციები.

გზიდან ხელმარჯვნივ ავუხვიე ბუნებაში დასასვენებლად.

ამ სოფლის ბირჟა, ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი მისამართი ჩაიწერა
თბილისში ჩამოვალ და ამ სურათს გამოგართმევო.


ლიაში უგემრიელეს "ბუხანკა" პურს აცხობენ.
ეს ცნობისთვის!

დაბა ჯვარში უკვე დაღამებულზე მივაღწიე.
მთელი ქალაქი ჩაბნელებული იყო, მგონი რაღაც სამუშაოები ტარდებოდა.
ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყიდე იოგურტი, ძეხვი, შოკოლადები და "პეჩენია"
ნახევარი მოერე დღის ხანგრძლივი მგზავრობისთვის მჭირდებოდა.
ის ადგილი სადაც მე უნდა დავრჩენილიყავი, ქალაქის ცენტრიდან კილომეტრნახევრით იყო მოშორებული და სვანეთის აღმართების დასაწყისში მდებარეობდა.
უკუნითი სიბნელე იყო ამ გზაზე, მანქანები საერთოდ არ მოძრაობდნენ, მხოლოდ ჩემი ფანრის შუქი იყო ერთადერთი ნუგეში


გვერდით ტყიდან ხანდახან რაღაცის გაკრთომის ხმები მომესმოდა.
ამ ადგილიდან ეკატერინა ონიანს მესიჯად გამოვუგზავნე, დაახლოებით ის რასაც ახლა დავწერ
ცოტას ვიფანტაზიორებ მაგრამ

მაშინ იქ
ისეთი გარემო იყო კაპიშონიან კაცს ცელით ხელში რომ დალანდავ გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადარბენილს

შემდეგ ტრაფარეტს მიანათებ ფანარს და იქ კი წერია
"I KNOW WHAT YOU DID LAST SUMMER"

ამ ყველაფერს ყველაფერს ენით აღუწერელ აზარტში მოვყავდი!!!

როგორც იქნა მივაღწიე დასახლებამდე სადაც 6 ოჯახი ცხოვრობს.
ერთ-ერთ მათგანში უნდა გამეთია ღამე.
ეს იყო ჭანტურიების სახლი სადაც მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ცხოვრობდა.
მას ბესო ჰქვია და არის ინვალიდი, მარჯვენა ხელი ავტოავარიის დროს დაუსახიჩრდა ისე რომ ვერ ხმარობს.
სახლის აივანზე რომ ავედით ბოდიში მომიხადა ვერაფრით ვერ გაგიმასპინძლდებიო.
არა ძმაო რას ამბობ, პირიქით აგერ მაქვს ცოტა რამ ნაყიდი და ერთად მივირთვათთქო.
გული მომიკვდა!
თურმე ჯერ მამა გარდაეცვალა, მერე ძმა დაეღუპა, შარშანწინ დედა, შემდეგ მასაც ავარია შეემთხვა და არის ასე უმწეოდ.
მათი სახლი მიანიშნებდა იმაზე რომ ადრე კარგი შეძლებული, ძლიერი ოჯახი უნდა ყოფილიყო!
ახლა კი დედა ბოძი ჰქონდა გამოცლილი.
აქ გატარებულმა ღამემ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ცხოვრების წარმავლობაზე
და იმაზე თუ რა შეიძლება უცბად დაირღვეს ის რის შექმნასაც თითქოსდა მთელ ჩვენს ენერგიას ვახმართ.
ამ სახლში გატარებული ყოველი წუთი ჩემდაუნებურად მაიძულებდა მეფიქრა მატერიალური სამყაროს ამაოებასა და ილუზიაზე.
და მიუხედავად განუწყვეტელი სევდისა, ეს ღამე იქნება ჩემს მოგზაურობაში ყველაზე გამორჩეული.