ახლა გავაგრძელებ თხრობას, ოღონდ სანამ მაწონის სურათს არ დაინახავთ მანამდე არ დაწეროთ

ერთიანი პოსტი რომ გამოვიდეს....
rtuliდიდი მადლობა

დილის 5–ის ნახევარზე გავიღვიძე, ჩავიტარე ჯანმრთელობის პროცედურები

და გავეშურე მესტიისკენ.
გუშინდელი დისტანციის გახსენება სხეულსა და სულში სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა.
ამპარტავნება ყოველგვარი ცოდვის დასაბამიაო და თითქმის დაუძელეველია ჩვენთვის კაცთათვისო.
მეგონა რომ წინა დღის მარშრუტის შემდეგ უფრო თავდაჯერებულად დავაბიჯებდი სვანეთის მიწაზე



უშბის საპირისპირო მხარეს მდებარეობს სვანეთის ქედი,
მას ლაჰილსაც ეძახიან, ლაილასაც და მგონი კიდევ რაღაცას.

ტრაფარეტი ბეჩოს შესასვლელთან

ეს არის ცხუმარისკენ გადასახვევი გზა,
სურათის მარჯვნივ ბეტონი რომ ჩანს, აი იქ ჩამოვჯექი და მზისგან დამცავი კრემი წავისვი.
ამ დროს იქვე შორიახლოს გაჩერდა მანქანა. ვხვდები რომ ჯიპის გაჩერების მიზეზი მე ვარ
აშკარად ვიგრძენი მანქანიდან მათვალიერებდნენ. ბოლოს გადმოვიდა მძღოლი და მითხრა ლევან არღვლიანი ხარო არა?

კიბატონოთქო
გუშინწინ გნახეთ ტელევიზორში და ჩვენც არღვლიანები ვართ, გაიხარე ძმაოო !!!

მას გოდერძი ერქვა
წინ სავარძელზე მისი და ზის. ძალიან, ძალიან სასიამოვნო ხალხი იყვნენ!
რამე ხომ არ გჭირდება, რით დაგეხმაროთო. შემდეგ ცხუმარში ჩასვლა შემომთავაზეს.

* * *
რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ჩემს წინ გადაიშალა ისეთი
ხედი რომელიც ალბათ ყველა ფოტოგრაფის ოცნება იქნებოდა.
ბავშობაში მთები ხომ დაგიხატავთ? თითქოს რაღაც გეომეტრიული სიზუსტით წაწვეტებული სამკუთხედები.
ხოდა აი ზუსტად ეგეთი სამკუთხედები დაგყურებთ , ერთ-ერთი თეთნულდია.
თანაც მარჯვნივ, ირგვლივ და ყველგან მთები და ტყეებია.
მათ შუაგულში კი ილანდება ლატალი, უძვირფასესი სოფელი.
მოპირდპირე დილის სხივებმა და ბინდმა ჩემს ფოტოაპარატს არ მისცა საშუალება რომ ეს საოცრება მკვეთრად დაეფიქსირებინა.
მაგრამ მაინც უნდა განახოთ ეს სურათი, თუნდაც ცუდი ხარისხით.
ნახეთ რა საოცარი პეიზაჟია.
გეფიცებით იმ წუთებში თავი ზღაპარში მეგონა.
იმ სამკუთხედებსაც დააკვირდით პირდაპირ ზემოთ!

მთების კასკადურმა წყობამ ბოლო მომიღო


ლატალელებს სათიბები რა ტყიან ადგილებში აქვთ. ნახეთ
აქ წამოგორება, ფიქრი და სხვა აქტივობები რა იქნებოდა?!


ესეც იქვე ლაჰილი
* * *
სათიბი მინდვრები ლატალის შესასვლელში




ეს ადგილი ალბათ გეცნოთ კინოფილმი "სვანი"-დან
გოგონა თბილად მომესალმა, თუ გინდა ეკლესიას გაგიღებო.
გვარად გირგვლიანი იყო, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ეტყობოდა!

ცოტა ხანში მანქანა გაჩერდა ჩემს წინ და იქიდან მილიონი წლის უნახავი ნათესავები გადმოვიდნენ.
მარნეულიდან მესტიაში მიდიოდნენ გასვენებაში. ისეთი სითბოთი და ალერსით ჩამეხუტნენ რომ რა ვიცი...


მათ დავემშვიდობე, შევტრიალდი მესტიის მიმართულებით და სანამ ნაბიჯს გადავდგამდი უცბად მხარზე ვიღაცამ ხელი შემახო.
გამოვხედე და tamunia_ch შემრჩა ხელში

აქ რა ნიკი აქვს არ ვიცი ფორუმზე ასე ჰქვია

მართლა ძალიან გამიხარდა მისი ნახვა.
მითხრა კარაველები ვართ დაბანაკებული ამა და ამ ადგილასო, მგონი 42 კაცი.
ხოდა გვესტუმრეო.
სვანური არქაული ტრადიციის თანახმად

გზიდან უკან ვერ მოვბრუნდი.
და მიზეზად (სიმართლე კი იყო, მაგრამ მიზეზი უფრო) მოვიყვანე, ვახო ფილფანი მელოდება - კულტურის განყოფილების უფროსითქო

სურათზე: თამუნა და მისი მეგობარი
* * *
დავემშვიდობე ჩვენს co-moder-ს და ლენჯერისკენ გავუყევი გზას

და აი ისიც, მშვენიერი სოფელი

ლენჯერის პირველი სოფელი სოლ-ი
სვანეთში აქ ყველაზე მჭიდროდ დგას კოშკები.
ვგულისხმობ ახლო-ახლოს.

გზების მშენებლობაზე მომუშავე ადგილობრივები.
ერთ-ერთმა მითხრა ამ სოფელში ყველა შენი ნათესავიაო

ბებიის დედა იყო აქედან - გვარად გულედანი

მალე მესტიაში ვიყავი, ძალიან ბევრი ხარაჩო და მტვერი.
სურათები ვერც გადავიღე, აპარატიც დამჯდარი მქონდა და ტელეფონით თუ რამეს ვიცოდვილებდი...
მამიდაჩემმა "გიჟური" შეხვედრა მომიწყო

, მესტიაში განთქმული ქალია თავისი სითბოთი.
მას ზოია არღვლიანი - ჩართოლანი ჰქვია.

მამაჩემი იყო მისი ტყუპისცალი და მე განსაკუთრებით ვუყვარვარ

ერთი სურათი მაინც გადამეღო რა სულელი ვარ...
ცოტა ხანში მოვიდნენ რაიონის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები (7 კაცი) ვიდეოკამერით და სრული ინფო ჩაიწერეს ჩემი მოგზაურობის შესახებ, მგონი არქივისთვის. თან სვანურადაც დამლოცეს, მოკლედ ძალიან კმაყოფილი დავრჩი მათთან შეხვედრით.
შემდეგ ცალკე ნათესავები მოდიოდნენ:
ბებიაჩემის ბიძაშვილიშვილი მანანა ჯაფარიძე
ახლობლები - შუაში ნუგზარ გვარლიანი და მარცხნივ ლაშა ჩარკვიანი

იმავე დღეს საავადმყოფოში წავედი მთავარ ექიმ ილიკო ჯაფარიძესთან, მან ზედმეტი დაკიდებული კანები შემომაჭრა და ხსნარით დამიმუშავა ფეხი.

იქვე საავადმყოფოში ცხუმარის გადასახვევის ისტორიის მონაწილე გოდერძი არღვლიანი შემხვდა მამასთან და სიძესთან ერთად
ძალიან კარგი ხალხი

ბეჩოდან 18 კილომეტრია მესტიამდე, Guruli-ს ტელეფონით ვუთხარი
ამოვისეირნეთქო

მართლა ამოსეირნება იყო ჭუბერი - ბეჩოსთან შედარებით.

მოგვიანებით forum.ge-ელმა Lasha.-მ მომინახულა, მაგარი კაი ბიჭი!
საღამოს კი მეორე მამიდა თინასთან ასეთ სქელ მაწონს მივირთმევდი


უშგულს ოცნებების გარდა ფიზიკურადაც ვუახლოვდებოდი