ჩემი აზრით სვანეთი იყოფა ბუნების რამდენიმე ავტონომიურ სფეროდ.
თითქოს ყველა რაღაცით არის ერთმანეთისგან განსხვავებული,
მაგრამ თითოელი სოფლიდან ფლორისა და მყინვარების ხილვის შესაძლებლობა
სვანეთს ერთ მთლიან, განსაკუთრებულ მხარედ წარმოაჩენს.
მესტიიდან იფარისკენ დილის 6-საათზე გავედი - მანძილი 17 კილომეტრი.
დღეს ჩემს მიერ ფორმულირებული 2 ავტონომიური სფერო მქონდა გასავლელი.
მესტია-მულახი და უღვირის უღელტეხილი-იფარი.
ეთნოგრაფული მუზეუმიდან ხედი მესტიაზე.
ყველა მხარეს კოშკები და მათ შორის ხალიჩასავით
გაფენილი სათიბები და ყანები.
გათენებული არ იყო კარგად და ხარისხიც ვერ არის კაი
მაგრამ მაინც ჩანს ამ დაბის მშვენება.

განათების ბოძებზე სინათლე ისევ ენთო მულახის გზას რომ დავადექი.
გაზვიადების გარეშე ვიტყვი, მესტია - მულახი - იფარის მონაკვეთი ეს არის ჯადოსნური გზა.
ფიჭვები, ნაძვები, ფოთლოვნები წინ კიდევ თეთნულდის ულამაზესი ფორმები.
სრული სიწყნარე რომელსაც ჩიტების ჟღურტულიც არ არღვევს საოცარ იდუმალებას გპირდებათ.



რა ბედნიერებაა იცით აქ მარტო სიარული?
თუმცა გაზიარებას შეიძლება უფრო დიდი სიხარული ჰქონდეს!

რა ტყეებია არა?

მალე მზე ამოვიდა (მარჯვნივ თეთნულდი ილანდება)

მულახის ერთ-ერთი პირველ სოფელ არცხელში შესანიშნავი მჟავე წყალი მოდის

საქონელი რას სვამს ნახეთ

ეს არის სვანეთში ყველაზე დიდი სოფელი მულახის ერთ-ერთი თემი
ლახირი, ჩვენი თანაფორუმელი
forever`s_NEVER -ს სოფელი
ნახეთ რა არის!!!! უუჰჰჰ


15 უძლიერესი კოშკი ჯაჭვივით არის გადაბმული
გზაზე რომ ხართ და ამ ყველაფერს უყურებთ, ხომ წარმოგიდგენიათ
რა ემოცია მოდის?!!! (თან მულახის ყველა თემშია კოშკები)
ესეც ამავე სოფლის სხვა თემი (მგონი ჭოლაში) რა ლამაზია...

მულახი ხელმარცხნივ დარჩა და ავუყევი უღვირის აღმართებს,
გზაზე იფარელი გია პირველი შემომხვდა. მოკლე გზებით მესტიაში ჩადიოდა.
ჩემი ამბავი რომ გაიგო მთხოვა მესტუმრე იფარში და ჩემთან დარჩიო

მაგარი კაცი იყო, ღირსეული სვანურით ლაპარაკობდა!

და აი ნახეთ უღვირის უღელტეხილის ბოლო ნაწილში რა სანახაობის მოწმე გავხდი.
ტბა, ირგვლივ ტყე და ზემოთ უშბის სასწაული ფონი !!!! აქ უკვე ვეღარ ამოვისუნქე, სამოთხეში მეგონა თავი
* * *
უდიდესი შთაბეჭდილებით გავაგრძელე გზა და მალევე უღვირის ყველაზე მაღალ წერტილს მივაღწიე საიდანაც უკვე იფარისკენ დიდი დაღმართი იწყება.
ამ ადგილას მივხვდი რომ სულ სხვა ავტონომიურ სფეროში მიწევდა გადასვლა. და რომ ეს სფერო არაფრით იყო ნაკლები უკვე ნანახ სივრცეებზე
ნახეთ რა ლამაზია!!!!

სანამ იფარამდე მიხვალთ გრძელი დაღმართი უნდა ჩაიაროთ, მაგრამ უნდა იკითხოთ რა დაღმართია

ირგვლივ ფიჭვნარი ისეთ სურნელებას გამოსცემს რომ, თქვენი ტანსაცმელიც კი მისი სუნით არის გაჟღენთილი!
თითქოს ფილტვები მლოცავდა, ამდენი გამონაბოლქვის შემდეგ ასეთ გასეირნებას რომ ვუწყობდი.
იმედია აქ როდესმე იფარლებიც შემოვლენ და დამეთანხმებიან პათოსში

აი იფარიც გამოჩნდა, სამი მთავარი თემისგან შედგება ეს სოფელი.
შუაში ნაკიფარს ხედავთ, ზემოთ ზეგანია. ბოგრეში კი ქვემოთ თვალისგან მოფარებულია.

ეს ნაკიფარია, აქ პირველები ცხოვრობენ! შუაში დააკვირდით,
სვანეთში ერთ-ერთი გამორჩეული მე-10 მე-11 საუკუნის მიჯნაზე აგებული წმ.გიორგის სახელობის ეკლესია დგას.

აი ისიც, ზოგადად ძველი ფრესკები ძალიან ზომიერ შთაბეჭდილებებს იწვევს ჩემში. მაგრამ ამ ეკლესიაში ნანახმა მხატვარი თევდორეს ფრესკებმა სრულიად განმაცვიფრა!
მე ესპანელ მეცნიერებთან ერთად მომიწია შიგნით შესვლა და არ დამავიწყდება ნანახით გამოწვეული მათი ემოციები.
სამწუხაროდ შიგნით არ გადამიღია, არავინ არ იღებდა.


ეს საყვარელი ბავშვები ბოგრეშში გადავიღე, გულბანები არიან



ესეც იქვე ოთარ გულბანის სახლი

მარჯვნივ მდგომი ქერათმიანი ქალბატონი ჩემი მასპინძელი იყო ბოგრეშში,
ჯანიკო პირველი.
უთბილესი და უთავმდაბლესი ადამიანი, რაში გამოიხატა მისი თავმდაბლობა და ადამიანობა?
ახლავე მოგიყვებით;
რომ მივედი მასთან, სანამ დავისვენები ვთხოვე წყლის გადავლება მინდა და თუ არის საშუალებათქო.
მან დიდი ქვაბით დაადგა წყალი და გაცხელების შემდეგ სპეციალურად მოწყობილ ოთახში შევიტანეთ. მიკვირდა აბანოს უქონლობა,
სვანეთში ხომ ყველა ოჯახში არის კეთილმოწყობილი სააბაზანოები.
ნასადილევს ეზოში სეირნობისას რა აღმოვაჩინე იცით? მათი სახლის ნახევარი ჩამოჭრილი ჰქონდა საშუალო ზომის უფსკრულს.
მაშინათვე გავბრუნდი უკან და შევეკითხე ჯანიკოს ამ ყველაფრის მიზეზი.
თურმე რამდენიმე თვის წინ მეწყერს გაუნახევრებია როგორც მათი ეზო ასევე სახლიც.
ანუ მხოლოდ ნახევარი დღის შემდეგ შევიტყვე მათი აბაზანის არ ქონის მიზეზი.
მოგვიანებით კი აბანოს ასაშენებელი მასალაც ვნახე.
ამ ადამიანის საქციელმა ფიქრისთვის დიდი დრო მომცა.
ზოგი კერძში მარილს რომ დააკლებს ამისთვის იწყებს ნახევარ საათიან ახსნაგანმარტებებს რომ არ შეელახოს პატივმოყვარეობა
ამ ქალბატონმა კი თავმდაბლობის მაგალითი დამანახა.

იფარში ყოფნისას გირჩევთ აუცილებლად ნახოთ, ცნობილი პიროვნების და დისიდენტის ვასო პირველის სახლი, რომელიც თავისი ხელით აუშენებია.
გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის ციმბირში 12 წელი ყოფილა გადასახლებაში.
დაბრუნებულს აი ეს უმშვენიერესი სახლი აუგია.
ასეთი სვანური არქიტექტურით შეზავებული სახლი მეორე არ დგას მთელს რაიონში. სამწუხაროდ მიტოვებულია.
მას ერთადერთი ქალიშვილი დარჩა რომელიც ქობულეთში ცხოვრობს.
ამ სახლის სათავსოებში იქნა აღმოჩენილი 9 ჭური. როგორც იცით სვანეთში იმდენი ღვინო არ იყო რომ ამხელა ჭურჭელი დასჭირვებოდათ.
ჩვენ უფრო არყის კულტურა ვართ.
გვერდით მდგომი კოშკები და სახლი საოცარ კომპლექსს ქმნის არა?
გალავანს რომ ვუვლიდი ისეთი იდუმალება იყო ირგვლივ ემილი ბრონტეს Wuthering heights-ის ეკრანიზაცის დასაწყისში რომ არის...


არსებობს ჰიპოთეზა (პირველების ჰიპოთეზა) რომ ისინი დემნა ბატონიშვილის შთამომავლები არიან.

ეს დღე "დიდი შთაბეჭდილებების" დღედ ჩაიწერება ჩემს მოგონებებში.
თუმცა ჩემი მოგზაურობის ყოველი დღე და ეპიზოდი იყო განუმეორებელი.
* * *
http://www.youtube.com/watch?v=qPuFHLmE3Is