ბავშვებს დავემშვიდობე და განვაგრძე გზა ქუთაისისკენ.
ნახშირღელეს შემდეგ ლამაზი ტყიანი აღმართებია ასავლელი,
ხოლო აღმართების ბოლოს გზაგასაყარი რომელიც მარცხნივ ქუთაისისკენ მიგვითითებს.
გამიხარდა ვიფიქრე ქალაქში შევდივართქო, მანქანით მგზავრობისას დროისა და მანძილის სხვა აღქმა გვაქვს.
თურმე ამის შემდეგ კაი 5 თუ 6 კილომეტრი ყოფილა მოტიტვლებულ გზაზე სასიარულო,
ისე რომ ბუჩქსაც ვერ ნახავდით ცოტა ხნით ფეხების გასანიავებლად თავი რომ შეგეფარებინათ მზისთვის.
რაღაც მანძილის გავლის შემდეგ სოკარის ბენზოგასამართ სადგურამდე მივაღწიე,
უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი, სახეზე ოფლი ჩამომდიოდა მომეტებულად, პერანგიც სულ სველი მქონდა,
მივედი და წყალი ვთხოვე მომუშავე პერსონალს, მათ გვერდით ჰალსტუხიანი ახალგაზრდა ბიჭიც იმყოფებოდა (სავარაუდოდ მენეჯერი)
ჩემს შეკითხვაზე ამ ბიჭმა მომიგო, წყალი ჭაშია და ამოიღეო.
ისეთი ღრმა იყო რომ ძლივს ძლივობით ამოვათრიე ნახევრად სავსე "ვედრო"
სითხეს მუქი მოყავისფრო ფერი ჰქონდა რაღაცნაირი, მაგრამ მაგას დავეძებდი? ისე მწყუროდა...
ამ ტიპებს მადლობა გადავუხადე თუ არა იმ წუთსვე დამირეკა ჩემმა მეგობარმა,
ძალიან გამიხარდა და მხიარული საუბარი გავაბი, ლაპარაკის დროს ვიდექი კარებთან რომელსაც
ან ბუღალტერია ეწერა ან ფინანსური განყოფილება, ზუსტად ვერ ვიხსენებ.
ეს მენეჯერი გამოემართა ჩემსკენ და როგორ ვთქვა "მთელი სხეულით რომ იგრძნობ რომ ვიღაცას მაგრა აღიზიანებ"
მითხრა გავცლოდი იმ ადგილს, ანუ იმ ოთახის სიახლოვეს.
არადა არანაირი აკრძალვის ნიშანი არ შემინიშნავს რომ იქ დგომა არ შეიძლება.
მთელი მოგზაურობის განმავლობაში ადამიანური სითბოს, თანაგრძნობის, შეცოდების თუ სიყვარულის მეტი არაფერი მინახია ჩვენი ხალხისგან.
ამ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით.
ახლა კიდევ ერთხელ დავფიქრდი ღირდა თუ არა დასაწერად ეს ფაქტი, მაგრამ რატომაც არა.
ეს ხომ ჩემი მოგონებებია.
შემდეგ ავუყევი ქუთაისის შესასვლელისკენ მიმავალ დიდ აღმართს და როგორც იქნა ქალაქშიც შევაღწიე.
ეს დღე უნდა დასრულებულიყო ქუთაისის ე.წ "სამტრედიის ხიდთან"
თითქოს მოშუშებულმა წყლულებმა ისევ სასტიკად გამახსენეს თავი.
ამიტომ ჩემმა ნათესავებმა წყალტუბოში წამიყვანეს 2 დღით, სადაც შედარებით მოვიშუშე ფეხები.
2 დღის შემდეგ კი ისევ იმ ადგილას დამტოვეს სადაც მსვლელობა შევწყვიტე, "სამტრედიის ხიდთან"
იმავე ხიდზე სვანეთში მარშუტკით მიმავალ კარაველებს დავუნახივარ თურმე

სანამ ჩამოყალიბდებოდნენ ვიყავი თუ არა მე, ან იქნებ სხვა იყო, მძღოლს უკვე საკმაო მანძილზე ჰყავდა ისინი წაყვანილი.
ასე რომ ბუნებრივია აზრი არ ჰქონდა მანქანის შემობრუნებას!
ბუღია და ფაჩაჩო ქუთათელაძეები

იმერეთივით ტკბილი და მურაბა ხალხი







სამტრედიის შესასვლელი.



ამ დღეს მარნამდე ვაპირებდი მიღწევას, რომელიც აბაშის რაიონის პირველი სოფელია, სამტრედიიდან კი 5 კილომეტრით არის დაშორებული.
სადაც უნდა გამეთია ღამე ის ოჯახი (არ ვიცნობდი მათ) თურმე სხვა სოფელში წასულა იმის იმედით რომ
საღამოს 8 საათამდე მაინც ვერ მივიდოდი, მე კი იმ დღეს (პრინციპში როგორც ყოველთვის) ჩქარი ტემპით ვიარე
და დაახლოებით 15:30 - თვის სამტრედიაში ვიყავი.
სად უნდა გამეტარებინა დარჩენილი საათები?
ჯერ ინტერნეტ კაფეში შევედი, მოგვიანებით კი მშენებარე ეკლესიაში რომელიც მე-11 საუკუნისთვის დამახასიათებელი სტილით შენდება, ქვის გადახურვით და საცრემლეებით (პირველად გავიგე მსგავსი დეტალები)
ნანახმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
პირდაპირ მსხდომი არქიტექტორი ნადირაძეა, მარჯვნივ კი პროექტის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი კობა ძიძიგური.

მშენებლობის დაწყებიდან დიდი დროა გასული, ფინანსების სიმწირის გამო ჭიანურდება დასრულება.
თურმე თავად სამტრედიელები როგორც ამიხსნეს დეციმეტრი ჩუქურთმის დამუშავებაში 5 ლარის ნაცვლად 1 ლარს იღებენ.
თავიანთი წვლილის და ღვაწლის შეტანა სურთ ამ შესაშურ საქმეში.
რაღაცნაირი კეთილი სახეები ჰქონდათ ყველას.
ეს ქალბატონი სატრაპეზოში ფუსფუსებდა, მეორე კი ქვის ოსტატია.



ცხოვრება რა არის ისე

ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი თუ ოდესმე ხაშური და სამტრედია უტკბილეს მოგონებებს დამიტოვებდა.
ეს 2 სარკინიგზო ქალაქი

ფეხით მოგზაურობას რამდენი პლიუსი ჰქონია.
და აი როგორც იქნა მივედი არც იმერულ და არც მეგრულ სოფელ მარანში

აქ ეზო-კარი ტიპიური მარგალური აქვთ მაგრამ ლაპარაკით ვერ ლაპარაკობენ მეგრულად

მხოლოდ ესმით...

ეს კი ჩემი მასპინძელი ჯანჯალიების ოჯახი, პატივისცემა ჰაი კლასს!


იმ საღამოს 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებზე იყო საუბარი.
ზვიადი, ჯაბა, მხედრიონი, ქობალია და ა.შ
მე მსმენელის როლში

მეორე დილას ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ვაპირებდი წასვლას...
This post has been edited by მადეირა on 25 Nov 2010, 02:15