არავითარი,
უბრალოდ ერთი ორჯერ სოფლის ბირჟაზე სასმელზე დამპატიჟეს,
ნუ რათქმაუნდა უარის მიღებისას ცოტა იმუხტებოდა სიტუაცია, მაგრამ სულ ცოტათი.
მანქანებიდან წამოძახილები და სტვენებიც იყო "ტურისტ!!!" ამას შარს ვერ დავარქმევ

სოფლების გავლისას ყურადღებით უნდა იყოს ადამიანი, რადგან მოულოდნელად ძაღლი შეიძლება გამოვარდეს
და რომ არ ელოდები იმ დროს შემოგიტიოს, ამიტომ ჯოხი თუ არ გაქვთ მათი დანახვისთანავე "შიმპანზეს პოზა" უნდა გამოიყენოთ
ეს ტერმინი მე მოვიგონე

ანუ რას ნიშნავს: შორიდანვე დაინახავთ თუ არა თქვენსკენ მომზირალ ყალყზე შემდგარ ძაღლს ეგრევე უნდა
დახაროთ მიწაზე ორივე ხელი და ქვებს სწვდეთ, უნდა ანიშნოთ რომ ქვას მათ წინააღმდეგ იღებთ, - მსროლელი ხართ.
სვლა არ უნდა შეანელოთ. ძაღლი დაფრთხება და შეტევას გადაიფიქრებს.
ამის შემდეგ ასიოდე მეტრი ისე გაიარეთ რომ პერიოდულად უკა-უკან იყურეთ,
რა იცი თავიდან ისევ რომ არ მოგეპაროთ.
* * *
mahatma-gandhi
nu_nuka
* * *
მარანზე კიდევ რისი თქმა შემიძლია?
ერთი შეხედვით მშვენიერი სოფელია, მაგრამ მათი ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი პრობლემა ქარია .
ხეხილს არაფერს არჩენს ზედო.
სოფელი ტყარი ყოფილა სადღაც მათ ახლოს, ხოდა ამ სოფლის ნიადაგს და მოსავალს შეჰნატროდნენ.
(ზუსტად ვერ ვიხსენებ ტყარი ერქვა თუ რაიმე მსგავსი, ერთი ნამდვილად ვიცი რომ "ტყ" ერია სახელწოდებაში)
მარნიდან დილის 6 საათზე გავედი.
ეს დღე განსაკუთრებული შემართებით დავიწყე.
აბაშის რაიონის ლანშაფტმა იქაურებს ველოსიპედი შეაყვარა.

ძალიანაც კარგი!!!


ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივადექი სენაკის საზღვარს,
პირველი სოფელია გრძელი და ვრცელი ნოსირი. ძლივს გავაღწიე იქედან

ეს თავად სენაკია.
მეგრული ოდა რაიონის პარკში

იქვე მეც


აკაკი ხორავას სახელობის თეატრი - რა ლამაზია!!!

სენაკში 2 საათი შევჩერდი, სუპერ სიცხის გამო

შემდეგ იყო სოფელი თეკლათი სადაც მამა შვილმა არჩაიებმა ცივი წყალი დამალევინეს


ამასობაში მივადექი გზაგასაყარს, მარცხნივ ფოთი მარჯვნივ კი ზუგდიდის მიმართულება

და მალევე დაიწყო ხობის რაიონი.
ამ ბიჭებმაც წყალი დამალევინეს სოფელ ქვალონში

ეს ხობის შესასვლელში

ანუ ხვდებით რომ წყალი რა როლს თამაშობდა ჩემს მოგზაურობაში!!!

მერე სასადილო აღმოვაჩინე

მეგრული ოსტრი იყო ჩემი ფავორიტი


მდინარე ხობისწყალი


ხობის ულამაზესი ეკლესია

ღვთისნიერი რუსულენოვანი მებაღე....
* * *
ხობში უკვე ძალიან მტკიოდა ტერფები, მაგრამ კიდევ 7 კილომეტრი მქონდა ხეთამდე გასავლელი.
ვინმე ბიზნესმენი გოდერძი ბუკია აშენებს ამ ეკლესიასო.
ძალიან მომეწონა


და როგორც იქნა მივაღწიე ხეთამდეც
გზის მარჯვნივ სახლებს უკან მწვანე ტყიანი გორაკი გასდევდა.
რადგან მანქანები იშვიათად მოძრაობდნენ ხშირად გაიგებდით ამ გორაკიდან ბუნების რაღაცნაირ შარიშურს.
თავიდანვე ჩანდა რომ ეს სოფელი მომეწონებოდა.
ეს კი ჩემი მასპინძელი გიგა ბუკია.

მივედი თუ არა, მე ვიცი შენ ახლა მგზავრობით გამოწვეული გადაღლილობა და სტრესები როგორ მოგიხსნაო

და წამიყვანა ცნობილ ტბაზე რომელსაც პაპანწყვილ ჰქვია, რომელიც ნიშნავს დამხრჩვალ მღვდელს.
ტბა მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს და ძალიან ცივია, თუმცა იმ დღეებში ისეთი სიცხეები ყოფილა რომ მე პირადა სასიამოვნო თბილი მომეჩვენა.
ძააააააალლიიიიააანნნნნ მაგარია სოფელი ხეთა!!!!!!


სახლში უგემრიელესი მეგრული კერძები და ატმის ფანტასტიური კომპოტი მელოდა. მასპინძლები კი თბილი თბილი!
იმ დღეს 47 კილომეტრი გამივლია საპატრულოს თანამშრომლების გამოთვლით.
* * *
http://zugdidi-view.narod.ru/lake_ge.html