მეორე დილას 7-ზე ავდექი,ბუკიას დავემშვიდობე და განვაგრძე გზა ზუგდიდისკენ.
ამ დღეს გასავლელი იყო მხოლოდ 22 კილომეტრი, ამიტომ განწყობაც მშვენიერი მქონდა


სოფელ ხამისკურის მწავნე ხეივნები მომეწონა ძალიან.

ამავე სოფელში გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები.
მათ მიმიპატიჟეს მაღაზიის წინ მოწყობილ ღია კაფეში,.
ლუდზე და საკვებზე უარი რომ ვუთხარი, შეწუხდნენ რითი გცეთ პატივიო.
არაფრით არ მოისვენეს სანამ ფანტა მაინც არ დამალევინეს

მარცხნივ ძმები ფარცვანიები.
მარჯვნივ ლევან სერგია

შემდეგ კი

სოფელ ცაიშში დილის 9-სთვის ვიყავი უკვე.
ვაპირებდი ჩემი მეგობარი წიწავების ოჯახში შესვენებას.
სახლში მხოლოდ დიასახლისი დამხვდა, რადგან დანარჩენები ზუგდიდის ბაზარში ყოფილან წასული.
ჩემს საპატივცემულოდ ხომ უნდა მოეტანათ ხორაგი
ვააჰ მაგარი ხალხია მეგრელები! სტუმართმოყვარეობა არც-ერთ კუთხეს არ აკლია, მაგრამ აქ რაღაც სხვა ფენომენთანაც გვაქვს საქმე!

აი მათი კოლხური გარემოც




ამის შემდეგ ავედი ცაიშის ცნობილ ეკლესიაში რომელიც მდინარე ჯუმის მარჯვნივ მაღლობზე მდებარეობს.



ბევრმა იცით ალბათ რომ ეს სოფელი განთქმულია თავისი ბუნებრივი გოგირდის წყლებით.
პირდაპირ ღია ცისქვეშ შეგიძლიათ მიიღოთ მშვენიერი ვანები ან გადაივლოთ კარგი ჭავლი. (ეს უფრო ჭავლია ვიდრე შხაპი)


XXXX
18+


* * *
მხოლოდ შუადღის 5 საათისთვის მოვახერხე ამ სამოთხისებრ ადგილს მოვსწყდომოდი.
სამეგრელოს ცენტრისკენ მოშვებულად და ჰაეროვნად გავაგრძელე გზა
სოფელ ჭითაწყარში ამ პიროვნებამ რომელსაც საკუთარი ვულკანიზაცია ჰქონდა, კოკაკოლაზე დამპატიჟა.
ეტყობოდა რომ გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია


მან გულდასმით ამიხსნა - ჩვენს ზუგდიდში და საერთოდაც ყველგან ძროხა რო ძროხაა მაგასაც ვერ იპარავენ უკვეო.
სააკაშვილს კოსმოსში ისეთი დანადგარი აქვს რომ, ყველაფერს აკონტროლებს და ზუმის პრინციპით ახლოს ახლოს მოაქვს კადრებიო!
აბა როგორ გინდაო!

არ შეიძლებოდა ამ ნეტარი პიროვნების სურათი არ შემომეთავაზებინა თქვენთვის
ეს კი ზუგდიდის შესასვლელში მდებარე ლამაზი ტაძარი.


იქვე ახლოს გზის მოპირდაპირე სავალი ნაწილიდან ახალგაზრდა ბიჭი ინგლისურად მომესალმა, Hello mister!
აქედან ვუპასუხე გაგიმარჯოს ძმაოთქო

ეგრევე გადმოაჭრა და მოვიდა ჩემთან, უცხოელი მეგონეო.
როგორ ვოცნებობ მეც მოგზაურობაზეო.თავაზიანი ბიჭი ეტყობოდა.
გულითადი საუბრის შემდეგ ვკითხე წინააღმდეგი ხომ არ იქნები სამახსოვრო სურათი რომ გადაგიღოთქო.
უცბად შეკრთა, შევატყვე გადაწყვეტილების მიღება რომ უჭირდა, თან რაღაცნაირი თვალებით მიყურებდა. აი გოგო არც კის რომ ამბობს და არც არას

მაშინათვე გავუადვილე მდგომარეობა, ვხედავ რომ რაღაც გაკავებს და ამიტომ არ დაგაძალებთქო. (შეგიძლიათ პარალელი აქაც გაავლოთ

)
სხვანაირად არ გამიგო იეღოვას მოწმე ვარო.
მგონი გამოცემა "საგუშაგო კოშკი"-ს შემოთავაზებას აპირებდა
მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა

- (ალბათ სვანი არ წაიკითხავსო)

ვუსურვე წარმატება და დავემშვიდობე

ქალაქის ცენტრში ლურჯ მინებიან (მგონი გამგეობა) შენობას ვუღებდი სურათს, ამ დროს იქვე მდგომმა დაცვის ბიჭმა მკითხა რატომ უღებ და საერთოდ ვინ ხარო?
შენი პირადობა მაჩვენეო.
როგორც ვხვდები ასე მოიქცა იმიტომ რომ დაბნეული იყო.
ჩემი ეკიპირებით, დაღლილი და გაოფლილი რომელიც გამგეობას უღებს სურათებს, მისთვის სრულიად ეგზოტიკური თან "შეიძლება სახიფათო" ეგზემპლიარი ვიყავი.

ვინ იცის იქნებ ენვერიც...
ავუხსენი ამ ახალგაზრდა გამოუცდელ თანამშრომელს ადამიანის უფლებები.
რომ ყველას აქვს საჯარო ობიექტების გადაღების უფლება ქუჩიდან და რომ ასევე მოქალაქეს აქვს უფლება პირადობის მოწმობა არ ატაროს.
ამას რომ ვეუბნებოდი ორივეს რაღაცნაირად გვეცინებოდა, თვითონაც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა.
დავემშვიდობე... ის სურათი მოგვიანებით მე თვითონ წავშალე.
პრინციპში საერთოდ რატომ ვუღებდი გამგეობის შენობას ნეტა?!
ესეც ჩემი ყურადღებიანი მასპინძელები თამაზი და დოდო მედეას ქუჩიდან!

იმ საღამოს ტკბილად მეძინა, რადგან მეორე დილით არ ვაპირბდი დილაუთენია გამგზავრებას.