სასწაული იყო.
ყოველ ღამით ასე ამოდიოდა ნისლი.
ზემოთ გაჩახჩახებული მთვარე...
და ყველაზე რთული ლაშქრობა მგონი.
პირველ დღეს 3 კმ-ის ავლას მოვანდომეთ მთელი დღე.
ავლას არა, უფრო აფორთხებას.
1300 მეტრია ასაღები დაბლიდან და არანაირი ბილიკი, უნდა შეასკდე ეგრევე.
სწორ ხაზზე ადიხარ, არანაირი გვერდზე გახვევა-გამოხვევა.
ნახევარ გზას მდინარის კალაპოტში ადიხარ ქვებზე და ლოდებზე და ნახევარს ბალახებზე.
ოთხით სულ.
ჩამოსვლა საშინელება კიდე.
ქვები გორავს და მაქსიმალური სიფრთხილე ვინმე რო არ შეიწირო.
თუმცა ღირს ასვლად.
იალბუზი :)
This post has been edited by Frankens†ein on 2 Sep 2018, 10:54
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)