si maareვაიმე რას მერჩოდიიი

მანდ ბოლოს ვიყავი სექტემბრის მიწურულს,ძახველები მძივებივით რომ ეკიდა ხეებს
ჩემი სახლივით მენატრება ლატალი

)
მაგ მთაზე პირველად ასვლას 8 საათი მოვანდომეთ,გზა აგვებნა და ხეზე ტოტებს რომ აკრავენ,მანდ გავედით სწორ გზაზე.ლამის მოვკვდი აღმართებზე,თან დიდი ჩანთით ვიყავი.როგორც კი ავდგი ფეხი ტაფობზე,ლამის ფრთები გამომესხა,გიჟივით დავრბოდი და ვხარხარებდი-ჩემს წინ უშბა იდგა და მიყურებდა,მათვალიერებდა,უკან კი მყინვარებით ამოვსებული ხევები.მერე ვისხედით მთელი ღამე ჯერ გარეთ,და მერე კარავის ღუმელთან და სვანი მონადირეების და დალის მისტიურ ისტორიებს ვისმენდი 2ნახადის და კარტოფილიანი უემრიელესი ხაჭაპურის თანხლებით,რომელსაც ჩემი სვანეთის სურნელი ასდიოდა
კიდევ დადე რა მხერის მთის ფოტოები
იენაშიდან გადაღEბული მაცხვარიში