Z@G@NTiრადგან თბილისში სალაშქრო წინდების არჩევანი მწირია, პატარა რჩევას მოგცემ თუ ნეტიდან მოგიხდება გამოწერა.
ჰაიკერების დიდი ნაწილი მიუხედავად ცხელი ამინდებისა, ამჯობინებენ 2 წყვილი წინდის ჩაცმას.
ჯერ იცვამენ ე.წ ლაინერებს (LINER) რომელიც სხვადასხვა სინთეტიკური ბოჭკოსგან არის შეკერილი ან სინთეტიკა + 20% შალი (ჩვეულებრივ ისინი თხელია)
ხოლო მეორე ზემოდან ჩასაცმელი წინდა უმეტეს შემთხვევაში 60-70 ან 100%-იანი შალისაა.
ჯერ ერთი რომ ამ ორი წინდის კომბინაცია ხახუნის ძალას ამცირებს. (ლაინერსა და წინდას შორის უფროა)
მეორე ის რომ ფეხის მთლიანი ზედაპირი რბილად გაქვს,
მესამე კი ე.წ ლაინერები სისველეს ატარებს გარეთ და გადასცემს შალის წინდას რომელიც უკვე სწრაფად აორთქლებს და შიდა აკუმულირებას არ იწვევს.
რათქმაუნდა შეიძლება ლაინერის გარეშეც ჩავიცვათ შალის წინდა.
ისინი თავის მხრივ იყოფა 3 კატეგორიად: მჩატე, ნახევარდსქელი და სქელი.
პირველი ორის ჩაცმა ცხელ სეზონებში შეიძლება, ხოლო მესამე ზამთრისთვის უფროა რეკომენდირებული, თუმცა ზოგიერთი ზაფხულშიც იცვამს.
შალის წინდების (და არამარტო შალის) საუკეთესო 5 ბრენდი:
1. Smartwool (მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა Merino Wool)
2. Coolmax (ბრენდიც არის და ქსოვილის შეკერვის სტილიც)
3. Thorlo
4. Wigwam
5. Darn Tough
P.S. ზაფხულში ფეხებზე ისეთი ჯოჯოხეთი გადავიტანე რომ წინდების საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდები.