Mama_Basiliმაშინ გეტყვი ჩემს დაკვირვებებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით,
ზემოთ ე.წ noname ჩინურ პროდუქციაზე იყო საუბარი,
ახალ ზურგჩანთას რომელსაც დამატებითი დაკერებები სჭირდება - რაზეა საუბარი საერთოდ. უნდა გამორიცხო.
იმიტომ რომ რა დროს გიმტყუნებს კაცმა არ იცის.
აგერ დ ა თ ვ ი - ს შეუძენია, მაგრამ ფასიდან გამომდინარე, ამ ადამიანმა ჩათვალა რომ მას აწყობს ასეთი შენაძენი.
ასეთი ფსიქოლოგიური ტიპის მომხმარებლი ძალიან დიდ სეგმენტს წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. (თუმცა ზოგადად ლაშქრობების მოყვარული საზოგადოება მცირეა)
ამ სეგმენტში მეც ვიყავი, ის კიარადა უშგულში ფეხით, მეორადიდან ნაჩუქარი ზურგჩანთით წავედი.
უშგულამდე მშვიდობიანად მატარა, მაგრამ რომ დავასრულე ტური, მარცხენა ალუმინის რესორმა გაარღვია ნაკერი. კიდევ კარგი ეს ქობულეთში მოხდა

აი ამ ყველაფერის შემდეგ სულ სხვანაირად ვუყურებ ნივთების არჩევას, მირჩევნია დროთა განმავლობაში შევაგროვო ფული და ვიყიდო უსერიოზულესი და არც თუ იაფი
რამე ცნობილი ბრენდისგან.
ხოოო, ახლა რაც შეეხება შენს მიერ ნახსენებ ტეტონის ფირმას, მიუხედავად მისი შედარებით ზომიერი (მცირე) ფასისა ნამდვილად კარგ ზურგჩანთებს აწარმოებს,
დაახლოებით 15 თუ 20 საიტზე მაქვს რეცენზიები წაკითხული და საერთო ჯამში კმაყოფილია ხალხი, მათი უმეტესობა აღნიშნავს რომ ძალიან მდგრადად და ხარისხიანად არის
შეკერილი.
არის ასეთი ფირმა High Sierra რომელიც აი ძალიან კარგ ზურგჩანთებს კერავს და საფასო პოლიტიკაც საკმაოდ ზომიერი აქვს.
გირჩევ ამაზონზე ან იბეიზე ამ ჩანთებსაც გადაავლო თვალი.
რაც შეეხება ლიტრაჟს, მე აწი იცი რას ვაპირებ? 65 ლიტრიანის ბარგს 55-იან ზურგჩანთაში ჩავტევ (ეს მე ვიცი როგორც)
ასე რომ ჩემი მომავალი ზურგჩანთა არც 60-იანი და არც 65-იანი იქნება

არამედ 55 ლიტრიანი

- თავად ზურგჩანთის წონის სიმცირე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
იბეიზე ორი კვირა ვათვალიერებდი 2010 წლის საუკეთესო და ბესტსელერი ზურგჩანთების ათეულში შემავალ High Sierra - Explorer 55 Suspension Pack-ს
და ჩემდა გასაოცრად 55 $ - იყო ფასი, გადავიკითხე ამ რუგზაკზე ყველაფერი, და აი უკვე მოვემზადე საყიდლად რომ უცბად ფასი ისევ ავარდა 103 $-ზე

აგერ ბმული:
http://cgi.ebay.com/High-Sierra-Explorer-5...=item2a11fc5cf4იცი High Sierra -ს და The North face-ს შორის რა განსხვავებაა?
მხოლოდ ის რომ North face-ს ზურგჩანთები 100-150 გრამით უფრო მსუბუქია
ხარისხში კი არ ჩამოუვარდება არანაირად...
აგერ კიდევ 65-იანი $89.99-ად ვნახე
http://cgi.ebay.com/NEW-HIGH-SIERRA-SENTIN...=item2eb672594f