ხვამლის მთის დაკარგული საგანძურიქართლის ცხოვრება ამბობს “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთამ გადაარჩინოს”. რა იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა. ამაზე, ალბათ პასუხს გაგვცემს ექსპესიცია, რომელიც სამი წლის მანძილზე შეისწავლის ხვამლის მთას და მის მღვიმეებს, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უამრავია ამ მთის შუაგულში, ისევე როგორც ვარაუდობენ, უამრავია ამ მთის შუაგულში, ისევე, როგორც მიწისქვეშა, ხელით ნაშენები ქალქი.
როგორც ირკვევა, გასული საუკუნი 40-იან წლებში, მთასვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ 2-ჯერ დალაშქრა ხვამლის მთის რამოდენიმე გამოქვაბული, მაგრამ მნიშვენელოვანი ვერაფერი იპოვა.
ლეგენდის თანახმად, ხვამლის მთა ქართველ მეფეთა განძთსაცავი ყოფილა. იქნებ მაშინდელმა მთავრობამ რამე იცოდა ამ განძის შესახებ? ეს ექსპედიცია გასაიდუმლოებული იყო და დღემდე არავინ იცის მის შესახებ.
რუსთაველს უწერია, როდესაც ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებიან, ტარიელი ამბობს : “მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დავსები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”
1984 წელს ექსპედიციამ, რეზო შალიბაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ სცადა ხვამლის მთის დალაშქვრა. ზოგიერთ გამოქვაბულშიც შეაღწიეს, თუმცა უშედეგოდ.
2007 წელს კი, დაიწყო მთის სერიოზული შესწავლა და იმედია, ახალი გამოკვლევები ნათელს მოჰფენს საიდუმლოებას.
როგორვ 2007 წლის ექსპედიციის მასალებში ვკიტხულობთ, აღმოჩენილი იქნა 7 ოთახი. მრვიმეები ისეა ამოშენებული რომ უცხო თავლისთვის შეუმჩნეველია.
მეშვიდე ოთახში დასტურდება გასასვლელი, მაგრამ ქვის ნამტვრევებით ისეა ჩაერგილი, რომ გაწმენდის გარეშე იქ ჩასვლა შეუძლებელია.
რაც მთავარია, უძველესი მეტალურგიული კერის არსებობა დადასტურდა.
ქართველები ხომ ოდითგანვე ფლობდნენ ფოლადის დნობის საიდუმლოებას, ანუ, ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ პერიოდში იგივე იყო რაც ეხლა ატომური ბომბი
ფრანგი ფანტასტი, ჟიულ ვერნი, თავის ნაწარმოებებში “შეუპოვარი კერაბინი” პირდაპირ მიუთითებს ხვამლის მთაზე, სადაც, ზევსის ბრძანებიტ , პრომეთე იქნა მიჯაჭვული.
ექსპედიცია ამჯამად, გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობიტ მიმდინარეობს…წყარო: გაზეთი “prime time”
* * *
რა საიდუმლოს ინახავს ხომლის კლდოვანი მასივი?
ნინო ფრანგიშვილი
(09.08.2010)
ეს სტატია ეძღვნება ადამიანს, რომლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ თავზარი დასცა ახლობლებს. გურამ გაბიძაშვილი, ხვამლის ექსპედიციის არქეოლოგი, 50 წლის შესრულებიდან 10 დღეში გარდაიცვალა. ეს ამბავი მისი მეგობრებისთვის დიდ ტრაგედიად იქცა. ქვემოთ მოყვანილი სტატია მის ნათელ ხსოვნას ეძღვნება. ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო უკიდეგანოდ უყვარდა, ყოველი მისი კუთხე-კუნჭული იცოდა და მისი ისტორიის შესახებ თავის კოლეგებთან ერთად საინტერესო არგუმენტები ჰქონდა. ამის შესახებ გურამ გაბიძაშვილი ექსპედიციის წევრ მეცნიერებთან ერთად კინორეჟისორ დავით გოგუაძის ფილმში "ხომლში" გვიამბობს, რომელიც ასახავს "ხომლის" ექსპედიციის აღმოჩენებს. სტუდია "პილიგრიმის" 2010 წელს გადაღებულ ამ ფილმს წინ 2001 წელს გადაღებული "ბილიკების ენა" და "ხევსურული მისტერიები" უძღოდა. საქართველოს მთაში აგებულ ციხე-სიმაგრეებზე აღმოჩენილი გაუშიფრავი პიქტოგრამული გამოსახულებები ექსპედიტორების ყურადღებას იქცევს, მაგრამ მის განმარტებას სპეციალური სამეცნიერო კვლევები ესაჭიროება.
დავით გოგუაძე, კინორეჟისორი: "2001 წელს ხევსურეთზე ფილმის გადაღებებისას ამ წარწერებმა ჩვენი ყურადღება მიიქცია. უფრო სწორად, გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ გაჩნდა იდეა ამ წარწერების მნიშვნელობის განმარტების შესახებ. მთაში, თითქმის ყველა ციხის ნანგრევების ქვებზე არის ასეთი გამოსახულებები ამოტვიფრული. ზოგი ციხე რესტავრირებულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვები ხელმეორე მშენებლობებისას მაინც გამოყენებულია და კედლებში კვლავ ჩატანებულია. ახლა მთავარია, განიმარტოს, - რა ინფორმაცია ინახება ამ ქვებზე?! როცა ამით დავინტერესდით და დავაკვირდით, ასეთი სიმბოლიკები თითქმის მთელს მსოფლიოშია მოდებული. ძირითადად ხმელთაშუა ზღვისპირეთში აღმოჩენილ სომბოლოების იდენტური. ზოგიერთი სიმბოლო ეტრუსკულ ანბანშიც გვხვდება, რომელიც ჯერ კიდევ გაუშიფრავია. ზოგიერთი ინფორმაცია კი მეორე ფილმის გადაღებისას "ხომლის ფილმზე" მუშაობისას გამოგვადგა, როგორც ხევსურეთსა და ხომლში ნანახი მასალების დამაკავშირებელი. ხევსურეთში აღმოჩენილი ქვები ხომლში აღმოჩენილი ინფორმაციის გასაშიფრად გამოგვადგა. აშკარად ძალზე საინტერესო ინფორმაცია ინახება ამ პიქტოგრამულ გამოსახულებებში, რასაც გაშიფვრა სჭირდება".
რეჟისორის თქმით, საგულისხმოა ისიც, რომ მრავალი ინფორმაცია, რომელსაც ქვები ინახავდა შესაძლოა, საუკუნეების მანძილზე დაკარგულიც იყოს. მეცნიერი ვასო გაბუნია "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავს წარწერებს და პიქტოგრამულ გამოსახულელებს ეროვნებით ჩეჩენი ისტორიკოსი აგროვებდა.
ვასო გაბუნია: "ერთადერთი ადამიანი იყო, ჩეჩენი, რომელიც იკვლევდა ასეთ წარწერებს და წიგნიც გამოუშვა. მან ჩეჩნეთში დაბომბვებს შორის კვლევები ჩაატარა. შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და წიგნი დაწერა. საქმე ისაა, რომ ჩვენი მთა და ჩეჩნეთი მოსაზღვრე ტერიტორიებია და გასაკვირი არაა, რომ ამ ტერიტორიებზე ერთი სახის ინფორმაცია იყოს შემორჩენილი".
დავით გოგუაძე საქართველოს მთიანეთისა და ჩეჩნეთის ისტორიული წარსულის საერთო კვალის არსებობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს ორი, თითქმის ერთი ხალხი იყო და როგორც ჩანს, რაღაცის შესახებ ერთი ცოდნა ჰქონდათ, რომელიც კოსმოგონიურია.
"იქ იყვნენ ხუცები, ანუ ქურუმები, რომლებმაც, ლეონტი მროველის გადმოცემითაც, დამწერლობა იცოდნენ და გარკვეულ ცოდნას ფლობდნენ. როგორც ვვარაუდობთ, იქ იყო გარკვეული ცოდნა, რომელიც რაღაც თაობებს გადაეცემოდათ და შემდგომ ეს გადაცემა შეწყდა. შეწყდა, როგორც ჩანს, რუსეთის იმპერიის დროს. მას ხატისგანძს უწოდებდნენ და საიდუმლოდ ორი კაცი ინახავდა - ეს იყო ხუცესი და მის გარდა ის კიდევ ერთმა ადამიანმა იცოდა. თუ ერთი მოკვდებოდა, ის მეორეს უნდა სცოდნოდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდს კიდევ კომუნისტური პერიოდი დაემთხვა. მთიდან ადამიანები გადაასახლეს და ეს ცოდნა სადღაც გაწყდა. ამჟამად ლოცვებს მექანიკურად ასრულებენ, მაგრამ მისი საიდუმლო არავინ იცის. მაგალითად, გუდანის ჯვარში, როდესაც ხევსური ლოცვით მიმართავს მთავარ ღვთაებას, ძალიან უცნაურ ფრაზას ამბობს - "შენ ხარ პირველი კოლხიო". ანუ, იქ რაღაცა შემორჩენილია, მაგრამ არავინ იცის. აქ გასარკვევია - ჯერ ერთი, იმათთვის რას ნიშნავდა "კოლხი".
ამის გარშემო მთელი თეორიების აგება შეიძლება. ამით მეცნიერები სპეციალურად არ დაინტერესებულან, ვინაიდან ასეთ კველევებს თანხები ესაჭიროება. თუ ვინმე დაინტერესდა, უბრალო ენთუზიასტები, რომელთა შორის ზოგიერთს თავისი თეორიები აქვს. ზოგმა მათგანმა წიგნებიც გამოსცა. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად კარგია - მცდარი იქნება ეს თეორია თუ მართებული - ამის შესახებ უკვე კამათს და საუბარს რომ დაიწყებენ, ძალიან კარგია. ახლა რუსთაველის ფონდისგან დაფინანსება მივიღეთ და ალბომი უნდა გამოვცეთ - საქართველოს პეტროგლიფები. რასაც შევაგროვებთ საქართველოში, ყველაფერს მოვუყრით თავს. ეს მეცნიერებს კვლვებისთვის საქმეს გაუადვილებს. მათ უკვე ადგილებზე სიარულიც არ დასჭირდებათ. ყველაფერს ალბომში მოვუყრით თავს. ნებისმიერისთვის უკვე ადვილი იქნება ამ თემაზე მუშაობა. ძალიან უცნაურია - რაღაც კავშირები იკვეთება სხვადასხვა კულტურებს შორის. თითქოს შეიძლება გარკვეული საიდუმლო ინფორმაციის გასაღები სულ სხვა ქვეყნის ისტორიულ ტერიტორიებზე ინახებოდეს".
ვასო გაბუნია აღმოჩენების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამ მასალების სისტემიზაცია უნდა მოხდეს. ამ კვლევებისთვის სხვადასხვა მეცნიერების სინთეზია საჭირო. სალოცავ კედლებში, ციხეებზე, წყაროს კედლებში ხატის კედლებში - ყველგანაა ჩატანებული ქვები, რომლებზეც გარკვული ინფორმაციია ამოტვიფრული. მისივე მტკიცებით, დაახლოებით იგივე სიმბოლოები იპოვეს ხვამლის მთაზე, რომელიც უკვე მინერალური საღებავებითაა გადმოცემული და არა ამოტვიფრული.
ვასო გაბუნია: "თუშეთში ვიპოვეთ ძალიან საინტერესო გემის გამოსახულება, რომელიც ძალიან ჰგავს ეგვიპტურ სიმბოლოებში გამოხატულ გემს. შესაძლოა ფესვებს ეგვიპტეშიც მივყავდეთ. ამას კვლევები ესაჭიროება. ამ საინტერესო აღმოჩენების დეტალები "ხომლის" შესახებ ფილმშია აღწერილი".
რა საიდუმლოს ინახავს ხომლის კლდოვანი მასივი? ინახება თუ არა მის მტვერში მეფეთა საუკუნოვანი განძი და რა სახის შეიძლება ის იყოს? უკავშირდება თუ არა ეს ტერიტორია ძველი კულტურის ქვეყნებს? მიაჯაჭვა თუ არა ზევსმა პრომეთე ხომლის მთას და საიდან იცოდა ჟიულ ვერნმა ამ მთის სახელი, როცა მას "შეუპოვარ კერაბინში" ახსენებდა? არის თუა არა ჯერ კიდევ შეუსწავლელ კლდოვან მასივში უზარმაზარი მღვიმე, რომლის არსებობასაც მეცნიერები თეორიულად ვარაუდობენ? მრავალ კითხვას ბადებს საიდუმლოებით მოცული კავკასიის ეს ნაწილი, რომელზე პასუხის ვერსიებს მეცნიერები ფილმში ავითარებენ.
ხომლის კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ექსპედიტორებმა ალპინისტების დახმარებით შეძლეს შიგნით შეღწევა. ერთ-ერთ კედელზე წითელი საღებავით შესრულებული სიმბოლური ნახატია გამოსახული. სპეციალისტების მტკიცებით, ასეთ ფიგურებს ანალოგები ძველ სამყაროში მოეძებნება. როგორც ფილმშია ნათქვამი, არქაულობის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური კარნიზი.
შუა საუკუნეების ციხე-ქვაბული, სადაც, სავარაუდოდ, მეფეთა საგანძური უნდა ყოფილიყო, ნახევრად გავსებულია ჭერიდან ჩამოყრილი ქვით. მისი გაწმენდა კი დიდ რესურსებს ითხოვს, რისი საშუალებაც ექსპედიტორებს ასვლის მომენტში არ ჰქონდათ. სპეციალისტებმა ადგილზე 1984 წელს დატოვებული წერილი იპოვეს. როგორც თავად გურამ გაბიძაშვილი ფილმში აღნიშნავს, 1984 წელს რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით ხომლში ასული ექსპედიციის მიზანი ძეგლის დათვალიერება და მისი ფირზე აღბეჭდვა იყო. თუმცა, ჯერ კიდევ 1945 წელს, ხომლში ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 11-კაციანი ექსპედიცია ავიდა, რამდენიმე დღის შემდეგ მათ ვერაფერი იპოვეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო.
როგორც ფილმშია აღნიშნული, საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ალიოშა ჯაფარიძე იმავე ადგილზე 1939 წელსაც იყო ასული იმავე მიზნით ორ მუშასთან ერთად. როგორც ამბობენ, ის სტალინის დავალებით მოქმედებდა. ფილმში კავკასიასთან დაკავშირებული სხვა ისტორიული ამბებიცაა ნახსენები.
"1944 წლის გერმანიის არმიის ხელმძღვანელობამ სტრატეგიულად ყოვლად გაუმართლებელი მანევრი განახორციელა და კავკასიის მთებში დესანტი გადმოსხა. ელიტარულმა სამთო დანაყოფმა "ედელვაისმა" კავკასიის მთავარი ქედის უმაღლეს მწვერვალზე იალბუზზე მესამე რაიხის დროშა ააფრიალა.
"ედელვაისი" მარუხის უღელტეხილზე ქართულმა სამთო დივიზიამ გაანადგურა. დღესაც დაზუსტებით არავინ იცის, რას ემსახურებოდა გერმანელების ეს ოპერაცია. არის მოსაზრება, რომ ისინი კავკასიის მთებში წარსულის საიდუმლო რელიკვიებს ეძებდნენ", - ნათქვამია ფილმში.
თუმცა ამ განძს ჯერ ვერავინ მიაგნო. ამ ლეგედნდარული მხარის შესახებ გადმოცემები ჯერ კიდევ ანტიკურ მითოსში არსებობდა, რაც კავკასიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამის შესახებ ფილმში ლოგიკური ჯაჭვი იბმება, რაც ნებისმიერი მაყურებლისთვის საინტერესოა. ხვამლის ექსპედიციის ზედაპირული გათხრების აღმოჩენები კი ნამდვილად შთამბეჭდავია. მოპოვებული ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა მეცნიერების ვარაუდი ამ ტერიტორიაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის შესახებ. მეცნიერები ფილმში იან გეველის ატლასზე და ჰიდრას თანავარსკვლავედის ხომლთან პარალელების არსებობაზე საუბრობენ, რასაც ოქროს საწმისის მცველ გველეშაპს ადარებენ.
ფილმი ნათლად, ლოგიკური ჯაჭვის თანმიმდევრობით განმარტავს ლეგენდებთან დაკავშირებულ საქართველოს ისტორიას. ნაპოვნი ნივთები კი გარკვეულწილად ამყარებენ მათ ვარაუდებს მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის შესახებ. ამ ტერიტორიის საიდუმლოს გამომზეურებას მეცნიერი გურამ გაბიძაშვილი აუხლოეს მომავალში გეგმავდა. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ისტორიული ლეჩხუმის საიდუმლოს კვლევებს ისინი კვლავ მიუბრუნდებიან.
This post has been edited by giorgitab on 10 Mar 2012, 17:34
მიმაგრებული სურათი