kato_stropaხვალ ვაპირებ ქვემო ქართლის რამდენიმე მონასტრის მონახულებას.

როგორ მიყვარს სამცხე, რაც მე მანდ მივლია.
დასავლეთის მონასტრები მითხარი რა კიდევ.

ჭიათურაში, მღვიმევის მონასტერსა და კაცხში ნამყოფი ხარ? ულამაზესია ბუნება და ძალიან მადლიანი ადგილებია, საკმაოდ ძველი, სხვა გარემოა და სხვა მადლია. საუკუნეების ისტორია იშლება თვალწინ. დავით გარეჯი, დოდო რქა - ძალიან მიყვარს, მოვიარე. ნუ აღარაფერს ვამბობ მცხეთა-მთიანეთზე (ლომისა, გერგეთი, ანანური).
ჩემი კახეთი: შუამთა, ალავერდი, ბოდბე

ან კიდევ მესტია და ლატალი

აი, დასავლეთი საქართველო დამრჩა რა ამ წელს: მოწამეთა, ბაგრატი, გელათი.
გურიაში შემახსენე აბა რომელი მონასტრებია? აჭარა კიდევ? სამეგრელო?