vip_171ვიკიდან:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში — გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით[7].
დაწვრილებით:
http://www.smr.gov.ge/docs/doc215.pdfდა
http://www.tcc.gov.ge/uploads/kanonebi/sis...lis_kodeqsi.pdfთავი XXXVII1 (19.12.2008 N 795)
ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა
მუხლი 3221. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის დარღვევით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
დ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის
მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს ხელისუფლებას, თუ მის
ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი არ ვრცელდება აგრეთვე
პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის
სტატუსის მოპოვებამდე.
პერსონა ნონ გრატობას კანონი არ ითვალისწინებს. უბრალოდ, თუკი ადამიანს არ სურს ჯარიმის გადახდა ან ციხეში ჩაჯდომა, იძულებულია, საქართველოში აღარ ჩამოვიდეს.
This post has been edited by Solveig on 24 Oct 2013, 22:29