მოგესალმებით.
კეთილი იყოს ჩემი მაუს–კლავიატურა ამ განყოფილებაში

მაინტერესებს ყველაფერი ზოგადად მღვიმის შესახებ.
პირველ რიგში უსაფრთხოების მხრივ...
ანუ რა საშიშროებას უნდა ველოდო მღვიმეში ყოფნის დროს?
თავში რაც აზრად მომდის, ესაა ჩამონგრევა და შიგ მოყოლა

მეტი არაფერი მომდის თავში ისეთი, რისგანაც შეიძლება მღვიმეში მოგზაურობა ფატალურად დასრულდეს.
ვისაც არ გეზარებათ დაწერეთ ეს ყველაფერი, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება და ა. შ.
ხო, ეხა რატომ ვხსნი ამ თემას:
მომავალ ზაფხულს ვაპირებ შქმერში ასვლას და მღვიმეში შესვლას.
თუ ვინმე ხართ იქ ნამყოფები, ან რამე თუ იცით ამ მღვიმის შესახებ, გთხოვთ, დაწერეთ.
კიდევ დაწერეთ როგორი ეკიპირებაა საჭირო მღვიმეში შესვლისათვის?
ამბობენ ფანრის ელემენტები მღვიმეში მალე ჯდებაო, ოღონდ რატომ ჯდება მალე, ეს არავინ არ იცის

ჰოდა ჭორია თუ არა ეს?
მოკლედ, არასდროს ვყოფილვარ მღვიმეში და დამარიგეთ, მირჩიეთ და მასწავლეთ რა და როგორ ვქნა.
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც აქ დაპოსტავთ
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.