მღვიმის მოყვარულებო.
დახმარების სვეტი - მოგზაურის რჩევები - (post #38769949)მოკლედ შევედი მღვიმეში.
უფრო სწორად შევედით 3 ადამიანი.
თან გვქონდა თოკი, რომ უკან გამოგვეგნო.
შევედით 350 მეტრზე. მერე ძნელი ასასვლელი იყო და დეიდაჩემს გაუჭირდა ასვლა და უკან გავბრუნდეთო.
მოკლედ, მე გავაგრძელე გზა უთოკოდ, ისინი იქ დავტოვე.
დაახლოებით 500-600 მეტრი კიდევ ვიარე.
ძალიან აზარტული ყოფილა. თან მარტო რო ხარ, ადრენალინიც მოაქვს და მოაქვს

ბოლოს უცბად დამარტყა თავში, რომ ფანარი რომ გამფუჭებოდა, ვეღარ გამოვიდოდი, გამორიცხულია შუქის გარეშე გამოსვლა.
და გამოვბრუნდი უკან.
მოკლედ დასაწყისისთვის ცუდი არ იყო. სიამოვნებაც მივიღე

და ყველაზე ძალიან ის მხიბლავს ამ მღვიმეში, რომ ბოლომდე არავინაა ნამყოფი.
მოკლედ, მომავალ წელს მე და ჩემი ძმაკაცი (და კიდევ ერთი ადამიანი) ვგეგმავთ შესვლას რაც შეიძლება ღრმად.
თითო კაცს მინიმუმ 2-2 ფანარი გვექნება და თოკიც დაახლოებით 6კმ

ისე, ხართ ვინმე აქედან შქმერის მღვიმეში ნამყოფი???
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.