სად იყავი?

ერთი მეგობარი წამოვიდა ახლათახალი სამხედრო ბათინკებით. თან 2დღიანში. და კარგად დაამახსოვრდა ის ლაშქრობა

ორივე ფეხი გადაუყვლიფა ფეხსაცმელმა. კიდევ კარგი რთული სავალი არ იყო.
როგორი ტურები გინდა?
SandroMoreiraსაწვიმარი აუცილებლად. რაც უფრო მსუბუქი იქნება მით უკეთესი. მაგრამ ძალიან თხელიც არ უნდა იყოს, თავსხმა წვიმას უნდა გაუძლოს.
ზურგჩანთისთვის საწვიმარი კიდევ
ასანთი ან სანთებელა აუცილებლად
ასევე ფანარი. თავზე დასამაგრებელი სჯობია, ხელები გექნება თავისუფალი. შეგიძლია აქ იყიდო, სადღაც 10-12 ლარიდან იწყება ფასები. ან ჩინეთიდან გამოწერო. მინიმუმ $1 ღირს აქაური 10-ლარიანები

ოღონდ დაახლოებით 6 კვირა სჭირდება ჩამოსვლას.
არაერთჯერადი ჭურჭელი. პლასტმასის, ისეთი რომ არ ტყდებოდეს. ჭიქაც. რკინის თუ იქნება უკეთესი, ირდაპირ ჭიქით მიაცხელებ ხოლმე სითხეებს ცეცხლზე

თოკიც კარგი იქნება რომ ატარო. რა იცი რაში გამოგადგეს. სიმაღლეზე დაშვება შეიძლება დაგჭირდეს.
ქუდი/სათვალე და/ან დამწვრობის საწინააღმდეგო კრემი, განსაკუთრებით ღია ადგილებზე თუ გიწევს სიარული. თორემ ერთხელ ისე დავიბრაწე გახსენებაც აღარ მინდა

----------------------
ეს სია გავაკეთე ადრე, ერთ-ერთი გასვლისას და შეგიძლია გაითვალისწინო:
წამოსაღები ნივთების სია:
1 დანა
2. ასანთი
3. ხლაპუშკები
4. მშრალი სპირტი (სასურველია. თუ არადა ცეცხლს მაინც ავანთებ)
5. კომპასი. ხმარება თუ არავინ იცის ისე მაინც იდოს... ოჯახი ხრამია
6. საწვიმარი. ელიას არ სძინავს
7. ფოტოაპარატი.
8. ნექტარი ადგილობრივი სულების დასალოცად.
9. რამე დეზოდორი წამოიღოს ვინმემ. მწვადის შესაწვავად დაგვჭირდება
10. წყლის ჭურჭელი. ბოთლები, კონტეინერები ან პრეზერვატივიც წავა;
დამატებითი სია:
1. ნემსი და ძაფი. ვინმეს რომ ჩანთა გაუწყდეს უნდა იყოს. კაპრონის ძაფი და მახათი-ნემსები რომ არის ის.
2. მომენტი წებო. თუ ფეხსაცმელი გაფუჭდება ან რამე გატყდება შეკეთება რომ შეიძლებდეს
3. თოკის ნაგლეჯი
4. ანკესი
5. დამწვრობის საწინააღმდეგო კრემი
6. სარკე და სავარცხელი. თუ არ გამოიყენებ უკან მაინც გადააგდებ და კლდე და ტბა გაჩნდება
ბამბა და სპირტი. მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებელი, სანტავიკები და ა.შ.).
7. გამადიდებელი შუშა. ასანთი თუ დაგვისველდა ცეცხლი რომ დავანთოთ.
8. პლასტმასის ჭურჭელი. ფაიფურისა მძიმე და მოუხერხებელია. ჯერ წელს ჩაგწყვეტავს მერე თუ გატყდა დაგენანება საგვარეულო ქონება.
9. მზის სათვალე და/ან კეპკა. თორემ მზე შენ შეწვავს, შენ ჩვენ შეგვჭამ. ჩვენ კიდევ შხამიანები ვართ და ცოდო ხარ
10. წნევის აპარატი. სიმაღლეზე წნევა იმატებს და უნდა გავზომოთ ხოლმე